ერთ სასწავლო წელში უცხოელმა სტუდენტებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა  საქართველოში $132 მილიონი დახარჯეს

ერთ სასწავლო წელში უცხოელმა სტუდენტებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა საქართველოში $132 მილიონი დახარჯეს

access_time2023-03-15 14:00:17

2022-2023 აკადემიურ წელს საქართველოს უნივერსიტეტებში ინდოელი სტუდენტების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იორდანიელი სტუდენტების რაოდენობა. ამის შესახებ საუბარია PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში. 


PMC-ში განმარტავენ, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში შესამჩნევად იზრდება უცხოელი სტუდენტების რაოდენობა და, შესაბამისად, იზრდება მათი კონტრიბუციაც მასპინძელი ქვეყნების ეკონომიკაში.


 PMC კვლევითი ცენტრის კვლევის თანახმად, საქართველოში 2020-2021 სასწავლო წელს, ჯამურად, უცხოელ სტუდენტებს, მათ უცხოელ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ცხოვრების ხარჯი ჰქონდათ გაწეული. შესაბამისად, საქართველოში განათლების სექტორის ზრდის ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისა და უცხოენოვანი პროგრამების დინამიკის გაანალიზება. აქედან გამომდინარე, კვლევაში განხილულია საქართველოში უცხოელი სტუდენტების დინამიკა და მათი ფინანსური კონტრიბუცია ქვეყნის განათლების სექტორში.


„ბოლო წლებში საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022- 2023 აკადემიური წლის ჩათვლით, მათი რაოდენობა 3,508-იდან (27 ქვეყნიდან) 20,690-მდე (80 ქვეყნიდან) გაიზარდა, ზრდის საშუალო წლიურმა ტემპმა კი 22.3% შეადგინა.



საანალიზო პერიოდში, ასევე, შესამჩნევად გაიზარდა უცხოელი სტუდენტების წილი საქართველოში ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობაში  2.9%-დან 12.6%-მდე.


იუნესკოს მიხედვით, უცხოელი სტუდენტების რაოდენობის დინამიკის სხვა ქვეყნებთან შედარებისას ჩანს, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების მობილობის მაჩვენებელი გაზრდილია. ეს იუნესკოს ინდიკატორი აჩვენებს, ქვეყანაში ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობის რა წილს შეადგენენ უცხოელები. 2015-2021 წლებში საქართველოში უცხოელი სტუდენტების მობილობის მაჩვენებელი 3.7-დან 9.1 ქულამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით 2021 წელს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებდა.

უცხოელი სტუდენტების რაოდენობის დინამიკის ანალიზი მათი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით აჩვენებს, რომ 2013-2014 სასწავლო წლიდან 2016-2017 სასწავლო წლებში საქართველოში უცხოელ სტუდენტებს შორის ყველაზე მეტი იყო აზერბაიჯანელი (საშუალოდ 32%). თუმცა აზერბაიჯანელი სტუდენტების წილი 2017- 2018 წლებიდან, 2022-2023 წლების ჩათვლით, საგრძნობლად შემცირდა. ამ პერიოდში კლების წლიური ტემპი იყო -22%. ამავე დროს, 2017-2018 წლებიდან, 2022-2023 წლების ჩათვლით, საგრძნობლად გაიზარდა ინდოელი სტუდენტების რაოდენობა. უფრო ზუსტად კი ამ პერიოდში ინდოელი სტუდენტების წილი გაიზარდა 24 პროცენტული პუნქტით (პპ-ით) და შეადგინა 47%. აღსანიშნავია, რომ საანალიზო პერიოდში ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იორდანიელი სტუდენტების რაოდენობა. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2019-2020 აკადემიური წლის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტებში არცერთი იორდანიელი სტუდენტი არ სწავლობდა. თუმცა 2022-2023 აკადემიურ წელს მათი რიცხვი შეადგენს 1,442-ს, რაც სიდიდით მეორე მაჩვენებელია ქვეყნების მიხედვით უცხოელი სტუდენტების განაწილებაში“, აღნიშნულია PMC-ის ანგარიშში.


იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ უცხოელი სტუდენტების სწავლის დინამიკა საქართველოში, უნდა გავაანალიზოთ მათი გადანაწილება აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით. წილი იმ სტუდენტებისა, რომლებიც სწავლობენ მედიცინის, ჯანდაცვის, ფარმაცევტიკისა და სტომატოლოგიის პროგრამებზე, 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022-2023 აკადემიური წლისთვის საგრძნობლად, 35 პპ-ით გაიზარდა და 88%-ს მიაღწია. ამ კატეგორიის წილი ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით შესამჩნევად კი ის 2017-2018 სასწავლო წლიდან 2018-2019 სასწავლო წლისთვის გაიზარდა (17 პპ-ით). ამავე დროს, წილი უცხოელი სტუდენტებისა, რომლებიც სწავლობენ ბიზნესის, მართვისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლიდან 2016-2017 სასწავლო წლისთვის გაიზარდა. თუმცა 2017-2018 სასწავლო წლიდან ამ კატეგორიის სტუდენტების წილმა შემცირება დაიწყო და 2022-2023 სასწავლო წლის მდგომარეობით 4%-ს შეადგენს. ამ კატეგორიის შემცირება ყველაზე შესამჩნევი იყო 2018-2019 სასწავლო წელს (11 პპ-ით). გარდა ამისა, შემცირდა წილი უცხოელი სტუდენტებისა, რომლებიც სწავლობდნენ სოციალურ, ბიჰევიორისტულ, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამ კატეგორიაში 2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის მაჩვენებელი 12%-იდან 2%-მდე დაეცა.


უნდა აღინიშნოს, რომ საანალიზო პერიოდის განმავლობაში, ყოველწლიურად მოთხოვნა უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ნაკლებად დივერსიფიცირებული ხდებოდა და ჩარიცხვები სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე იზრდებოდა, რაც ძირითადად ინდოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდითაა განპირობებული, რადგან მათი უმეტესობა სწორედ ამ პროგრამებზე სწავლობს.


თეგები:
PMC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up