PMI-იმ და Altria-მ $2.7-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწიეს

PMI-იმ და Altria-მ $2.7-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწიეს

access_time2022-10-20 15:55:13

კომპანია “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” და კომპანია “ალტრია” აშშ-ის ბაზარზე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტთან დაკავშირებით თანამშრომლობის დასრულებაზე შეთანხმდნენ.

 

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 2024 წლის 30 აპრილის შემდეგ კომპანიას ექნება სრული უფლებები აშშ-ის ბაზარზე მოახდინოს გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის კომერციალიზაცია. ამასთან ამ შეთანხმების მიხედვით, PMI “ალტრიას” გადაუხდის 2.7 მილიარდ დოლარს, საიდანაც 1 მილიარდი უკვე გადახდილია, ხოლო დარჩენილი 1.7 მილიარდის გადახდა 2023 წლის ივლისამდე მოხდება.

 

მხარეებს შორის აშშ-ის ბაზარზე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტთან დაკავშირებით პირველი შეთანხმება 2013 წელს გაფორმდა და მის ფარგლებში განისაზღვრა, რომ “ალტრია” გახდებოდა აშშ-ის ბაზარზე გარკვეული ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი, რაც გასახურებელი თამბაქოს იმ ტექნოლოგიას უკავშირდებოდა, რომელიც 2008 წელს კომპანიების გაყოფამდე იყო შემუშავებული. 2019 წელს გასახურებელ თამბაქოს აშშ-ის ბაზარზე  რეალიზაციის უფლება მიეცა, თავდაპირველი შეთანხმებით “ალტრიას” პროდუქტის გაყიდვების უფლება 2024 წლის აპრილის ჩათვლით ჰქონდა მინიჭებული. შესაბამისად, აშშ-ის ბაზარზე პროდუქტის კომერციუალიზაციას სწორედ PMI მოახდენს.

 

“ეს შეთანხმება კომპანიისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის გზაზე,”- განაცხადა PMI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იაცეკ ოლზაკმა. მისი განმარტებით, 18 თვის შემდეგ, მათ ექნებათ უფლება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე მოახდინონ უკვამლო პროდუქტის სრული პოტენციალის რეალიზაცია.


 

“კომპანია აშშ-ს ბაზარზე ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს, სადაც ჩინეთის გამოკლებით მსოფლიოს უკვამლო ბაზრის 60% მოდის. აშშ-ში გასახურებელ თამბაქოს პროდუქტს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს, რაც განპირობებულია ამერიკელი ზრდასრული მწეველების სურვილით გადავიდნენ სიგარეტის უკვამლო ალტერნატივებზე,”- წერს PMI.

 

ამჟამად PMI გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის კომერციალიზაციის საერთაშორისო წარმატების გამეორებას აშშ-ის ბაზარზეც გეგმავს.  თავად აშშ-ის CDC-ის ინფორმაციით, 2022 წლის მდგომარეობით ამერიკაში 31 მილიონი ზრდასრული მწეველია.

 

 (R)





თეგები:
PMI Altria



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up