პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ოლიგარქ რომან აბრამოვიჩისა და უკრაინის დელეგაციის წევრების მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა. მან ინფორმაციას „მედიის საინფორმაციო თამაშები“ უწოდა და თქვა, რომ მოლაპარაკებები კი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ამის შესახებ პოდოლიაკმა RBC-უკრაინას განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ კიევში შეხვედრის შემდეგ მოწამვლის სიმპტომები განუვითარდათ. მათ შორის თვალების სიწითლე, ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახესა და ხელებზე.
WSJ-ის ინფორმაციით, აბრამოვიჩი და უკრაინის წარმომადგენლები მას შემდეგ გამოკეთდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.