პოლიეთილენის პარკების გაყიდვის შედეგად, რომლებიც აქამდე აზერბაიჯანის საცალო ქსელებში უფასოდ გაიცემოდა, მარკეტები მნიშვნელოვან მოგებას მიიღებენ.
15 თებერვლიდან აზერბაიჯანის საცალო ქსელებში მომხმარებლებს პოლიეთილენის პარკები ცალკე პროდუქციის სახით მიეწოდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები ამჟამად სავაჭრო ქსელში აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის საცალო ქსელების განვითარების საზოგადოებრივი ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ ვუგარ ნაჯაფოვმა განაცხადა, ბაქოს საცალო ქსელები მომხმარებელს დღის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონ პოლიეთილენის პარკს აწვდიდნენ, აქამდე ისინი უსასყიდლოდ გაიცემოდა, მაგრამ ამიერიდან ფასიანი იქნება.
ცნობისათვის, პოლიეთილენისა და პლასტიკური ნივთიერებების შემცველი პარკები ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მზადდება. პოლიეთილენის პარკებზე გარემო პირობები და ტენი არ მოქმედებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს მიერ დიდი რაოდენობით გამოყენებული პოლიეთილენის პარკები საკამოდ უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე.
იმის გამო, რომ იგი ნავთობპროდუქტებისაგან არის დამზადებული CO2 გაზის გამოყოფას ზრდის და აჩქარებს გლობალურ დათბობას. ამგვარი მავნებლობის მიუხედავად, დედამიწაზე ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიარდი პარკის წარმოება ხდება და ერთ წუთში 1 მილიონი პარკი იყრება ნაგავში, რომელთაგანაც მხოლოდ 1 %-ის გადამუშავება ხდება დანარჩენი კი გარემოს ანაგვიანებს.