„„პოლიტიკა, რომ ხორბლის მოსავლის რაოდენობა ქვეყანაში 50%-მდე გავზარდოთ პრიორიტეტად რჩება“ -  ოთარ შამუგია

„„პოლიტიკა, რომ ხორბლის მოსავლის რაოდენობა ქვეყანაში 50%-მდე გავზარდოთ პრიორიტეტად რჩება“ - ოთარ შამუგია

access_time2023-04-03 23:00:34

„არ არის მიზანშეწონილი ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პურის ფასის გაზრდას პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ხელს შეუწყობს. მომავალში თუ მოხდება ხორბლის და ფქვილის ფასის ზრდა, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება პურის ფასზე. რაც შეეხება წისქვილკომბინატების მუშაობის დინამიკას; წელს, ბოლო სამი თვის მონაცემებით, ქვეყანაში,  დაახლოებით, 40 ათასი ტონა ხორბალია შემოსული და ამავე რაოდენობის ფქვილი. შესაბამისად, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ხორბალი არ შემოდის. მცირე რაოდენობით, მაგრამ შემოდის და ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვაწესებთ ბაზარზე ხორბლის ფასს. ამას აწესებენ ის მსხვილი მწარმოებლები, რომლებსაც შარშან დიდი მოსავალი ჰქონდეთ. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა შემდეგია: რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რომ აწარმოონ მეტი პროდუქცია, მეტი მოსავალი ჰქონდეთ ჰექტარზე გადაანგარიშებით:  3-4 ტონის ნაცვლად, შესაძლებელია, 5-6 ტონა ჰექტარზე გადაანგარიშებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტების და სპეციალისტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ გაიზარდოს ფერმერების შესაძლებლობები და მათ ნაკლები თვითღირებულებით მეტი მოსავლის მიღება შეძლონ.

„პოლიტიკა, რომ ხორბლის მოსავლის რაოდენობა ქვეყანაში 50%-მდე გავზარდოთ პრიორიტეტად რჩება და მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთების არანაირი პრობლემა არ იქნება, ვფიქრობ, რომ წისქვილკომბინატები ეტაპობრივად განაახლებენ სამუშაო პროცესს. ეს დამოკიდებულია არსებულ ფასებზე. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ველოდებით ახალ მოსავალს. ამასთან დაკავშირებით ფასების ნაწილი თავიდან ყალიბდება. შესაბამისად ნუ ვიქნებით პესიმისტები, ვიყოთ ოპტიმისტები. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ფერმერებისთვის არც ერთ შემთხვევაში არ იქნება წამგებიანი, პირიქით, მომგებიანი იქნება, რომ აწარმოონ ხორბალი და მიიღონ მეტი მოსავალი. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ პროცესს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up