„პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებმა, საპენსიო მომსახურების სურვილი ყველა ბანკს გაუქრო“ - გიორგი კაპანაძე

„პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებმა, საპენსიო მომსახურების სურვილი ყველა ბანკს გაუქრო“ - გიორგი კაპანაძე

access_time2021-11-17 14:43:31

„დღის წესრიგში დგას საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურების ახალი ტენდერის გამოცხადების საკითხი. დასანანია, რომ მთელი რიგი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო და კონკრეტული ბანკის რეპუტაციის შელახვაზე აგებული განცხადებების გამო, ამ სერვისის გაწევის სურვილი საბანკო სექტორს დაკარგული აქვს“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.



მისი თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გაუთვლელმა განცხადებებმა საპენსიო მომსახურების სურვილი ყველა ბანკს გაუქრო.



„პენსიების საბანკო მომსახურების და მასთან დაკავშირებული სესხების საკითხი, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე, მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების წამყვანი საკომუნიკაციო მიმართულება იყო. გარდა იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნების ბუნებისა და შინაარსის გათვალისწინებით ცოტა არ იყოს გაუგებარიცაა, რატომ აქციეს ეს საკითხი პოლიტიკოსებმა წარმმართველ ხაზად, მათი გაგება კიდევ შესაძლებელი იქნებოდა, თუკი მათ განცხადებებში კონკრეტულ გათვლებსა და რეალურ შესაძლებლობებზე საუბარს დავინახავდით. სამწუხაროდ, არა - მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ შიშველი პოპულიზმი და საბაზრო პრინციპს ძირშივე აცდენილი მსჯელობა გვხდებოდა“, - აღნიშნა კაპანაძემ.




მისივე თქმით, ამგვარმა ქმედებამ საბანკო სექტორს დაანახა, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში, პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვან ნაწილს შეუძლია ანგარიშმიუცემლად მიაყენოს დაუმსახურებელი რეპუტაციული ზიანი, როგორც ამა თუ იმ კონკრეტულ საბანკო ინსტიტუტს, ისე მთლიანად სექტორს.



„მივიღეთ სურათი, როცა მიმდინარე ეტაპზე პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო სერვისის გამწევი ბანკი, „ლიბერთი ბანკი“, თვეების მანძილზე, უარგუმენტოდ და უაპელაციოდ ილანძღებოდა პოლიტიკოსების მხრიდან.

ბუნებრივია, როცა საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური ძალების მხრიდან  არაკონსტრუქციული აქტიურობა წესად არის ქცეული. და როცა პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით გამოთქმული, მათ შორის, სარეკლამო რგოლებში ტირაჟირებული, რეპუტაციულად დამაზიანებელი ფრაზები ისმის ეკრანებიდან, ბანკები, რომლებიც პირველ რიგში, ნდობის ინსტიტუტს წარმოადგენს, სერიოზულად დაფიქრდებიან, ვიდრე პენსიების დასარიგებლად გამოსაცხადებელ განახლებულ ტენდერში მონაწილეობას გადაწყვეტენ. თუ დღეს პოლიტიკოსები უაპელაციოდ ლანძღავენ „ლიბერთი ბანკს“, რა გარანტია აქვს ნებისმიერ სხვას, რომ ხვალ ის არ გაილანძღება და არ გახდება პოლიტიკური კეკლუცობის მსხვერპლი?“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up