პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ საგადასახადო დავებთან დაკავშირებული მექანიზმები შეცვალოს - პაატა შურღაია

პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ საგადასახადო დავებთან დაკავშირებული მექანიზმები შეცვალოს - პაატა შურღაია

access_time2023-03-30 19:30:31

რას წარმოადგენს საგადასახადო დავები, როგორია მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში და დავების რაოდენობის გაზრდის ფონზე, რა ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი სახელმწიფოსგან — აღნიშნულ თემაზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში „გრანთ თორნთონ საქართველოს“ ვიცე მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ ისაუბრა.

 

მისი თქმით, საგადასახადო დავა მინი სასამართლო პროცესია, სადაც მონაწილეობს სახელმწიფო, როგორც დავის ერთ-ერთი ინიციატორი და გადასახადის გადამხდელი, რომელსაც ბიზნესის კეთების კუთხით გადასახადების გადახდის ნაწილში ჰქონდა სადაო. მას აღმასრულებელი ხელისუფლება მართავს, რომელიც შედის ფისკალურ პოლიტიკაში და მისი განმკარგავი არის ფინანსთა სამინისტრო.



„დავების განხილვა რამდენიმე საფეხურს მოიცავს. I - დავები წარიმართება ჯერ შემოსავლების სამსახურში, II - ფინანსთა სამინისტროში და III - თუ რომელიმე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დავა სასამართლოში გრძელდება.

 

წინა წლის სტატისტიკურ მონაცემების თანახმად, თითქმის გახუთმაგებულია დავების რაოდენობა. მაგალითად, 3000-ზე მეტი დავის განხილვა მოხდა წინა წელს. 80-მდე შეხვედრა იყო ადმინისტრირების კუთხით და სადავო დავის მოცულობა იყო 2 მლრდ ლარი. ეს ჩვენი ბიუჯეტის თითქმის 10%-ს წარმოადგენს. ეს თანხა დიდია ჩვენი კალიბრის ქვეყნისთვის. სადაო თანხა წინა წლებში ნახევარი მილიარდი ლარი იყო და 4-ჯერ გაიზარდა, 5-6-ჯერ გაიზარდა სადაო თემაც“, - განაცხადა პაატა შურღაიამ.

 

მისი თქმით,  დადებითი გადაწყვეტილებები 13-15%-მდეა, ანუ უმეტესობა ბიზნესის საკეთილდღეოდ არ არის მიღებული. როგორც პაატა შურღაიამ განაცხადა, ამ საკითხთან მიმართებაში, წინა მინისტრების დროს, იყო მცდელობები, რომ ცვლილებები განხორციელებულიყო, მაგრამ არსებითი არაფერი გაკეთებულა. მისი თქმით, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო.


 

„2020 წელს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში USAID-ის გრანტის ეგიდით მოხდა პროექტის შემუშავება. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ პროექტს განხორციელება არ უწერია იმიტომ, რომ თითქმის 3 წელი გავიდა და შესაბამის მხარეებთან ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა.

 

ჩვენი მხრიდან ამ საკითხის ლობირება მიზნად ისახავს იმას, რომ 13-მდე საგადასახადო დავის პროექტი გვქონდა გასული წლების მანძილზე და ზოგადად, კომერციული მიზნებისთვის და მართვის კუთხით, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს დავების ნაწილი. გვინდა ისეთი ტიპის „სთეიკჰოლდერები“, როგორიც არის სახელმწიფო, ბიზნესი, პროფესიონალები, გავაერთიანოთ და ამ თემის დაძვრა და აქტუალიზაცია მოვახდინოთ და USAID-ის პროექტიც - „კარგი ეკონომიკური მმართველობის“ ფარგლებში, მოვიკითხოთ.

მიმდინარე წელს ვაპირებთ, რომ სარეკომენდაციო ხასიათით შემოვიფარგლოთ, ჩავრთოთ ბიზნეს-ასოციაციები და გვინდა რომ მთავრობასთან, არა როგორც კრიტიკული და ნეგატიური და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება მივიდეთ, არამედ როგორც უფასო რესურსი, რომელსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცილება გააჩნია ბიზნესისა და საინვესტიციო კუთხით.

 

ჩემი და ჩემი კომპანიის შეხედულებით, საგადასახადო დავების მიმართულება და დავების საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელსაც  ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს. აქედან გამომდინარე, გარდა პოლიტიკური ნებისა, სხვა მექანიზმები არ არის დარჩენილი და ყოველდღიურად იმიტომ ვძრავთ ამ საკითხს, რომ პოლიტიკური ნება იყოს მიღებული და არ მინდა დავუშვა, რომ სახელმწიფოს არ აქვს სურვილი და ეკონომიკური პოლიტიკა იმისა, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს და არსებული მექანიზმი მთლიანად შეცვალოს“, - განაცხადა პაატა შურღაიამ.

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up