პოლონეთმა უკრაინისათვის თურქული უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar-ის შესაძენად თანხების მოზიდვის კამპანიის ფარგლებში უკვე მოახერხა 9 მილიონი ზლოტის შეგროვება. ამის შესახებ პოლონეთში უკრაინელი აქტივისტი ნატალია პანჩენკო იტყობინება.
„კვირა მშვენივრად იწყება! პოლონელებმა Bayraktar-თვის 9 მილიონი ზლოტი შეაგროვეს“, - დაწერა მან ფეისბუქზე.
უკრაინისთვის Bayraktar-ის შესაძენად აქცია პოლონეთში 28 ივნისს გამოცხადდა, რასაც წინ უძღოდა ლიეტუვის მაგალითი, სადაც მოსახლეობამ Bayraktar-ის ფული მალევე შეაგროვა.
საჭირო 22,5 მილიონი ზლოტის მოზიდვა 30 დღის განმავლობაში იგეგმება.