პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვენია EU-ს უკრაინის გადარჩენის გეგმას სთავაზობენ - მორავიეცკის სტატია

პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვენია EU-ს უკრაინის გადარჩენის გეგმას სთავაზობენ - მორავიეცკის სტატია

access_time2022-03-25 23:30:00

პოლონეთი, სლოვენიასა და ჩეხეთთან ერთად ევროკავშირს უკრაინაში ომის დასრულების 10 პუნქტიან გეგმას სთავაზობს.


ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ POLITICO-ში გამოქვეყნებულ თავისსავე სტატიაში ისაუბრა.


მორავიეცკი აცხადებს, რომ დასავლეთმა რუსეთს სანქციების 4 პაკეტი დაუწესა, მაგრამ ომი მაინც გრძელდება. ამიტომ საჭიროა მეტის გაკეთება, თანაც დროულად.


გთავაზობთ მატეუშ მორავიეცკის სტატიის სრულ თარგმანს:


ათი დღის წინ მე შესანიშნავ პარტნიორებთან ერთად ვეწვიე ალყაშემორტყმულ ქალაქ კიევს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საზღვრების მიღმა ვიმოგზაურე, მე ვიგრძენი, რომ ევროპის შუაგულში მოვედი - მართალია დაჭრილ, მაგრამ ძლიერად მფეთქავ გულში.


კიევში ბრძოლა მიმდინარეობს - არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი კონტინენტის მომავლისთვის. და თუ კიევი დაეცემა ეს, როგორც ვიცით ევროპის დასასრულიც იქნება.


ერთი თვე გავიდა, რაც რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო. მას მერე დასავლეთმა რუსეთს სანქციების 4 პაკეტი დაუწესა - და ომი მაინც გრძელდება. აშკარაა, რომ ზომები საკმარისი არაა. ბევრად მეტის გაკეთებაა საჭირო, თანაც სწრაფად.


მათ კი, ვინც გვაფრთხილებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პროვოცირება მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს, მე ვეკითხები: ოდესმე დასჭირვებია პუტინს რაიმე მიზეზი საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის? დასჭირდა მას [მიზეზი], რომ საქართველოს დასხმოდა თავს? დასჭირდა მას [მიზეზი], ყირიმის ოკუპაციისთვის? დასჭირდა მას [მიზეზი], რომ კიევს დასხმოდა თავს?


ასეთი შენიშვნები უინსტონ ჩერჩილის სიტყვებს მახსენებს, ვინც როგორც ცნობილია, ადოლფ ჰიტლერთან შერიგების გადაწყვეტილებას აღწერდა, როგორც არჩევანს ომსა და სირცხვილს შორის. „მათ სირცხვილი აირჩიეს“, აღნიშნავდა ის. „ისინიც ომს მიიღებენ.“ მეორე მსოფლიო ომის წინა დღეს პოლიტიკოსების პასიურობამ არ შეაჩერა ჰიტლერი; ამან მას მოქმედების მეტი სივრცე მისცა. დღეს ჩვენი ამოცანაა, არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა.


იმ ხალხს, ვისაც მე კიევში ყოფნისას ვესაუბრე, ბევრად მეტი სიმამაცე აქვთ ვიდრე მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების ლიდერებს. მაგრამ მათ უბრალო თანაგრძნობასა თუ სოლიდარობის განცხადებებზე მეტი სჭირდებათ. მათ რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ.



მე ვიცი, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვენიის პრემიერმინისტრის ჯანეზ იანშას, ჩეხეთის პრემიერმინისტრის პეტრ ფიალასა, [პოლონეთის] კანონისა და სამართლის პარტიის ლიდერის იაროსლავ კაჩინსკისა და ჩემი ვიზიტის მადლიერი იყო. მაგრამ ის და დანარჩენი უკრაინა ჩვენგან მეტს სამართლიანად ელიან.


გარდა ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის გადახდების უახლოეს მომავალში აკრძალვისა, პოლონეთმა, სლოვენიამ და ჩეხეთის რესპუბლიკამ მოამზადა 10-პუნქტიანი გეგმა უკრაინის დასახმარებლად და ომის დასასრულებლად.


პირველი, ჩვენ უნდა გავთიშოთ ყველა რუსული ბანკი SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან. სხვა შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკა ახალ პირობებთან ადაპტირებას რამდენიმე კვირაში შეძლებს.


მეორე, ჩვენ უნდა დავნერგოთ იმ რუსი სამხედროებისთვის თავშესაფრის შესახებ საერთო პოლიტიკა, ვინც უარს იტყვიან მოსკოვის კრიმინალური რეჟიმისადმი მსახურებაზე.


მესამე, ჩვენ მთლიანად უნდა შევაჩეროთ ევროპაში რუსული პროპაგანდა. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიცრუის უფლებას.


მეოთხე, ჩვენ უნდა დავბლოკოთ რუსული გემები ჩვენი პორტებიდან.


მეხუთე, იგივე ბლოკადა უნდა ამოქმედდეს რუსეთისკენ და რუსეთიდან მომავალი საგზაო ტრანსპორტისთვისაც.


მეექვსე, სანქციები არა მხოლოდ ოლიგარქებს არამედ მთელ მათ ბიზნეს გარემოცვას უნდა დავუწესოთ.


მეშვიდე, ჩვენ უნდა გავუუქმოთ ვიზა ყველა იმ რუსეთის მოქალაქეს, ვისაც ევროკავშირში შესვლა სურს. რუს ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მათ ამ ომის შედეგების ტვირთი დაეკისრებათ. და ვიმედოვნებთ, რომ ისინი პუტინს ზურგს შეაქცევენ.


მერვე, პუტინის პარტიის, „გაერთიანებული რუსეთის“ ყველა წევრს უნდა დავუწესოთ სანქციები. მათ მშვენივრად იციან, რა ხდება უკრაინაში და მათი თანამონაწილეობა უდავოა.


მეცხრე, ჩვენ უნდა დავაწესოთ რუსეთში იმ ტექნოლოგიების ექსპორტის სრული აკრძალვა, რაც ომში შეიძლება გამოიყენონ.


და მეათე, ჩვენ რუსეთი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან უნდა გავრიცხოთ. კრიმინალებთან ერთად ერთ მაგიდასთან ვერ ვისხდებით.


თუ ეს ომს არ შეაჩერებს, ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ. ჩვენ კიევში NATO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით სამშვიდობო მისია შემოგთავაზეთ. თუ არ შეგვიძლია ეფექტური სანქციების დაწესება სხვა არჩევანი არ გვაქვს: უკრაინელი ხალხი ჩვენივე ფარით უნდა დავიცვათ


თუ მშვიდობის აღდგენა გვსურს პუტინმა უნდა იცოდეს სად გადის წითელი ხაზი - ხაზი, რომელსაც ის ვერ გადაკვეთს. ფაქტი, რომ რუსეთს ბირთვული არსენალი აქვს არ შეიძლება ამ პასიურობის მიზეზი იყოს. ჩვენ ამ საფრთხისადმი ცნობიერნი უნდა ვიყოთ, მაგრამ ამან არ შეიძლება შეგვაფერხოს. სხვა შემთხვევაში, პუტინი კიდევ უფრო შორს შეტოპავს.


რას გავაკეთებთ თუ პუტინი კიშინიოვს, მოლდოვის დედაქალაქს გადასწვდება? ან თუ ვილნიუსსა და ვარშავას დაესხმება თავს? და რა მოხდება თუ ის ჰელსინკის ოკუპაციას მოინდომებს? ამ საფრთხეს სერიოზულად მხოლოდ მაშინ მივიღებთ თუ ის ტანკებს ბერლინში გაგზავნის? ხაზი უნდა გავავლოთ და ეს ახლა უნდა მოხდეს.


გეგმა, რომელსაც გთავაზობთ არა მხოლოდ შესაძლო, არამედ აუცილებელია. უნდა მოვიკრიბოთ სიმამაცე, რომ არ შევაქციოთ ზურგი უკრაინის ტანჯვას და პირისპირ შევხედოთ ამ ისტორიულ გამოწვევას.


formulanews.ge




თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up