პოლონეთი მსოფლიო გამოფენა „ექსპო 2030“-ის კონკურსიდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს

პოლონეთი მსოფლიო გამოფენა „ექსპო 2030“-ის კონკურსიდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს

access_time2022-05-05 21:30:00

პოლონეთი მსოფლიო გამოფენა „ექსპო 2030“-ის პრეტენდენტთა სიიდან რუსეთის ამოღებას დაჟინებით მოითხოვს. ამის შესახებ პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრ ვალდემარ ბუდამ განაცხადა, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.


2021 წლის აპრილში რუსეთმა „ექსპო 2030“-ის მოსკოვში მასპინძლობის უფლება მოითხოვა, ხოლო რუსული განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, გამოფენა რუსეთის დედაქალაქში 2030 წლის 27 აპრილიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 300 000-დან 800 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ექსპოკომპლექსი შესაძლოა, ახალ მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტის სიახლოვეს, თავისუფალ ტერიტორიაზე გაკეთდეს.


მოსკოვის გარდა, „ექსპო 2030“-ის მასპინძლობის უფლებისთვის რომი, სამხრეთ კორეის ბუსანი, ოდესა და საუდის არაბეთის ერ-რიადი იბრძვიან. გამარჯვებული ქალაქი, სავარაუდოდ, 2023 წლის ივნისში, გამოფენების საერთაშორისო ბიუროს წევრი ქვეყნების კენჭისყრის შედეგად გამოცხადდება.


ვალდემარ ბუდა ამბობს, რომ პოლონეთი აქტიურად მონაწილეობს „ექსპო 2030“-ის მასპინძლის არჩევაში. მინისტრის ცნობით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რეალური კონკურენტები ოდესა და მოსკოვი იქნებიან და გამოფენის ორგანიზებისთვის ბრძოლა სწორედ ამ ორ ქალაქს შორის გაიმართება. სწორედ ამიტომ მოსკოვში გამოფენის გამართვა მთლიანად რომ გამოირიცხოს, პოლონეთს სურს, რუსეთი „ექსპო 2030“-ის კონკურსიდან ამოიღონ და მხოლოდ ოდესის, უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადი განიხილონ.



პოლონელი მინისტრი შეშფოთებულია იმაზე, რომ, პარიზში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზაციამ დღეს როგორც მოსკოვის, ისე უკრაინის განაცხადი შეაჩერა.


„ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მეტად გაუგებარია. პირიქით, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ რუსეთი და მოსკოვი, ხოლო უკრაინასა და ოდესას შანსი მივცეთ,“ - აცხადებს ვალდემარ ბუდა.


მსოფლიო გამოფენა, „ექსპო“ ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 170-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ისინი ყოველ ხუთ წელიწადში მეცნიერების, ტექნოლოგიების, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში საუკეთესო მიღწევებს წარმოადგენენ.


bpn.ge 



თეგები:
პოლონეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up