პოლონეთი რუსეთთან საზღვარზე ღობეს ააშენებს

პოლონეთი რუსეთთან საზღვარზე ღობეს ააშენებს

access_time2022-10-26 15:20:00

პოლონეთის ხელისუფლება კალინინგრადის საზღვარზე ბარიერის აშენებას განიხილავს, რომ უახლოეს კვირებში მოსალოდნელი აფრიკელი და აზიელი მიგრანტების ტალღა შეაჩეროს. ინფორმაციას Reuters პოლონეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


სააგეტოს შეფასებით, ხელისუფლებას 2021 წლის მიგრაციული კრიზისის გამეორების ეშინია. მმართველი პარტიის გენერალური მდივნის, კრშიშტოფ სობოლევსკის განცხადებით, მთავრობას საზღვრის ამ მონაკვეთზე უსაფრთხოების გაძლიერება მოუწევს და განიხილება ისეთი სასაზღვრო ბარიერის აშენება, როგორიც ამჟამად პოლონეთ-ბელარუსის მონაკვეთზე არსებობს.


Reuters-თან საუბარში სობოლევსკიმ განმარტა, რომ ქვეყნის სასაზღვრო სამსახური პოლონეთ-ბელარუსიის საზღვარზე მიგრანტებს კვლავ აწყდება. მანამდე „როსავიაციამ“ გამოაცხადა, რომ კალინინგრადის ხრაბროვოს აეროპორტი 1-ლი ოქტომბრიდან „ღია ცის" რეჟიმს აწესებს, რაც უცხოურ ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, ფრენები კალინინგრადის მიმართულებით განახორციელონ. ამის გამო პოლონეთის ხელისუფლება კალინინგრადის საზღვარზე მიგრანტების ნაკადს უახლოეს კვირებში ელოდება, რადგან, როგორც კრშიშტოფ სობოლევსკი ამბობს, კალინინგრადის „ცა ღიაა“ თურქეთის, სირიისა და ბელარუსის თვითმფრინავებისთვის.



თავის მხრივ, კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის საზღვარზე კედლის აშენებაში პოლონეთს ხელს არ შეუშლიან. ამის შესახებ განცხადება პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. კალინინგრადის ოლქის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლისკოვმა „რია ნოვოსტის“ თებერვალში განუცხადა, რომ რუსეთ-პოლონეთის საზღვარზე პოლონეთის მხრიდან არა, მაგრამ კალინინგრადის მხრიდან ღობე უკვე არსებობს.


პოლონეთმა 2021 წლის აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა, რომ ბელარუსის საზღვარზე 2,5 მეტრ სიმაღლის ღობის აშენებას აპირებს. მაშინ პოლონეთის ხელისუფლება ბელარუსს „ჰიბრიდულ ომში“ ადანაშაულებდა, რისი მიზანიც ევროპის დესტაბილიზაცია იყო. ამის საპასუხოდ ალექსანდრე ლუკაშენკო პოლონეთს საზღვარზე კონფლიქტის გაღვივებაში სდებდა ბრალს. ბელარუსის საზღვარზე ღობის მშენებლობა პოლონეთმა მიმდიდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს დაასრულა.


ბიზნესპრესნიუსი


თეგები:
პოლონეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up