პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას აპირებს

პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას აპირებს

access_time2021-11-22 09:30:00

დასრულებულია მილსადენის ყველაზე რთული მონაკვეთის მშენებლობა, რომლითაც პოლონეთი ნორვეგიიდან ბუნებრივ აირს მიიღებს. პროექტის საბოლოო დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გაზსადენის ამოქმედების შემდეგ პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე საბოლოოდ უარის თქმას შეძლებს. გაზსადენის, Baltic Pipe-ის ყველაზე რთული ნაწილის, ბალტიის ზღვის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა. მილსადენის ბოლო ნაწილის დასრულების შემდეგ დანია და პოლონეთი ერთმანეთს დაუკავშირდა. პროექტი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

მილსადენის გაყვანა ბალტიის ზღვაზე ზამთრის შტორმებამდე მოესწრო. ამის შემდეგ მისი სამშენებლო სამუშაოები უკვე ხმელეთზე გაგრძელდება, შესაბამისად გრაფიკის დარღვევის სერიოზული საფრთხე აღარ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ მედიაში უფრო ხშირად „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მიდის საუბარი, რომელიც, ასევე, ბალტიის ზღვის გავლით რუსეთს უშუალოდ გერმანიასთან დააკავშირებს, Baltic Pipe-ს პოლონეთის გაზის ბაზარზე სიტუაციის კარდინალური ცვლილება შეუძლია. პოლონეთი კი რუსული „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია აღმოსავლეთ ევროპაში, მთელ ევროკავშირში კი ამ მაჩვენებლით მეექვსე ადგილს იკავებს გერმანიის, იტალიის, ავსტრიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების შემდეგ.

Baltic Pipe-ით ყოველწლიურად 10 მლრდ კუბური მეტრის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება იგეგმება. სწორედ ამდენს იღებდა პოლონეთი აქამდე რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიის გავლით გაზსადენით „იამალი-ევროპა“. „გაზპრომთან“ კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდეა ხელმოწერილი და პოლონეთი მის გაგრძელებას აღარ აპირებს.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ შემთხვევაში საერთოდ კითხვის ქვეშ დადგეს „იამალი-ევროპის“ გაზსადენის ექსპლუატაციის მიზანშეწონილობის საკითხი. ეს სწორედ ის გაზსადენია, რომლის გადაკეტვით რამდენიმე კვირის წინ ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო იმუქრებოდა.


ახლა კი ამ გაზსადენის გამოყენების აუცილებლობა შეიძლება გაქრეს. თუ პოლონეთი მილსადენით რუსულ გაზს აღარ მიიღებს, „გაზპრომი“ შეძლებს გერმანიას ბუნებრივი აირი პოლონეთის ნაცვლად „ჩრდილოეთ ნაკადით“ მიაწოდოს. ამ მილსადენის სერტიფიცირება გაჭიანურდა, თუმცა ექსპერტები ამ პროცესის დასრულებას 2022 წლის მაისისთვის ვარაუდობენ.

„იამალი-ევროპის“ გაზსადენის პოლონეთის მონაკვეთს კომპანია EuRoPol Gaz ფლობს, რომლის კაპიტალის ნახევარი „გაზპრომს“ ეკუთვნის. შესაბამისად, რუსული გაზის მონოპოლისტი კომპანიის ოპერირების გაჩერებაში დაინტერესებულია არ არის. Baltic Pipe-ის ამოქმედების შემდეგ ეს მონაკვეთი, შესაძლოა, დასავლეთიდან აღმოსავლეთით ნორვეგიული ბუნებრივი აირის სარეზერვო ტრანსპორტირებისთვის იყოს გამოყენებული.

ყველაფერი ეს მომავლის სცენარია. ამჟამად კი Gaz-System-ს, რომელიც ნორვეგია-პოლონეთის გაზსადენის მფლობელი კომპანიაა, რამდენიმე პრობლემის მოგვარება მოუწევს. აუცილებელია თავად პოლონეთში მილსადენის მშენებლობის დასრულება და დანიის მონაკვეთის პრობლემის გადაჭრა, სადაც ეკოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ რამდენიმე მონაკვეთზე მილსადენის მშენებლობა შეაჩერა. ფირმა Energinet, რომელიც პოლონური Baltic Pipe-ის დანიური პარტნიორია, ამჟამად სამუშაოების გასაგრძელებლად ახალი ნებართვის მიღებას ცდილობს. ამასთანავე ეს ენერგეტიკული კომპანია აცხადებს, რომ 2022 წლის ოქტომბრისთვის ნებისმიერ შემთხვევაში პოლონეთი ნორვეგიულ ბუნებრივ აირს მიღებს, რისთვისაც დანიაში დღეს არსებული გაზსადენების ინფრასტრუქტურა იქნება გამოყენებული.

გაზსადენი Baltic Pipe ჩრდილოეთ ზღვაში, დანიის სანაპიროდან 110 კილომეტრში იწყება, სადაც ის ნორვეგია-გერმანიის მილსადენს, Europipe II-ს უერთდება. დანიის სანაპირომდე მილსადენის მშენებლობა ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში დასრულდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული „გაზპრომის“ მონოპოლია ევროპულ ბაზარზე მალე დასრულდება.


წყარო: pia.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up