პოლონეთი სამხედრო ხარჯებს მშპ-ს4 %-მდე გაზრდის. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ გააკეთა.
„ომი უკრაინაში გვაიძულებს, უფრო დავაჩქაროთ შეიარაღება. ამიტომ, წელს ჩვენ გავწევთ უპრეცედენტო ძალისხმევას, გავზრდით შეირაღების ხარჯებს. ეს იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4% რაც პოლონეთის არმიისთვის დაიხარჯება“, – განაცხადა მორავიეცკიმ.