სხვა ქვეყნების გადაწყვეტილების მიუხედავად პოლონეთი უკრაინისთვის Leopard 2 ტანკების გადაცემას მაინც აპირებს.
განცხადება ამის შესახებ პოლინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ევროკავშირში გამართლი შეხვედრების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ პოლონეთს ექნება კიდევ კომუნიკაცია გერმანიის მთავრობას ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით.
”მაგრამ, განურჩევლად სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებისა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს მივაწოდოთ ისინი უკრაინას დაპირებისამებრ”, - აღნიშნა რაუმ.