პოლონეთის მთავრობა რუსული Novatek-ისგან გაზის ინფრასტრუქტურის სახელმწიფოსთვის დაუყოვნებლივ გადაცემას მოითხოვს

პოლონეთის მთავრობა რუსული Novatek-ისგან გაზის ინფრასტრუქტურის სახელმწიფოსთვის დაუყოვნებლივ გადაცემას მოითხოვს

access_time2022-04-29 22:00:00

პოლონეთის ხელისუფლებამ Novatek-ის შვილობილ კომპანიას, Novatek Green Energy-ს გაზის ინფრასტრუქტურის სახელმწიფო კომპანიებისთვის გადაცემა მოთხოვა. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრესმდივანმა, პიოტრ მიულერმა დღეს განაცხადა, რასაც რუსული სამთავრობო სააგენტო ТАСС ავრცელებს.


როგორც ცნობილია, Novatek-ის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე სანქცირებული ოლიგარქი, ლეონიდ მიხელსონია, რომელიც კომპანიაში 24.6%-იან წილს ფლობს. კომპანიის მოწილე კიდევ ერთი სანქცირებული რუსი მილიარდერი, გენადი ტიმჩენკოა. ის Novatek-ის 23,49%-ის მფლობელია. ამადენად, შვილობილი კომპანია, Novatek Green Energy პოლონეთის სანქციების სიაში მოხვდა, რის შემდეგაც ქვეყნის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა, მთავრობამ კი მიწოდების აღდგენა სახელმწიფო კომპანიებს დაავალა.


პიოტრ მიულერის თქმით, სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ Novatek-ს ქონების გაყინვის ზომა შეეხო. დღეს პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკიმ, კრიზისების მართვის კანონის საფუძველზე, სახელმწიფო კომპანიებს PGNiG-ს, PSG-სა და Gaz-System-ს დაავალა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ გაზი იმ ქსელებს, რომელთა ფორმალური მფლობელი Novatek-ია.


ასევე, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, Novatek, კრიზისების მართვის კანონის საფუძველზე, ვალდებულია, აღნიშნულ სახელმწიფო კომპანიებს განკარგულებაში გადასცეს არსებული ქსელები გაზის მიწოდების აღსადგენად იმ რაიონებისთვის, რომლებსაც მანამდე Novatek ემსახურებოდა.



„გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. დღეიდან ეს კომპანიები იწყებენ ოპერირებას რეგიონებში ამ დანადგარების მათთვის გადაცემისა და მათი დაუყოვნებლივ, ხელახლა ამოქმედებისთვის. მთელი პროცესი რამდენიმე ათეულ საათში უნდა დასრულდეს,“ - აცხადებს მთავრობის პრესმდივანი.


მიულერის თქმით, „ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა დაბრკოლებები Novatek-ისა და მისი თანამშრომლების მხრიდან, ხოლო თუ ასეთი წინააღმდეგობა იქნება, მაშინ, კრიზისების მართვის კანონის შესაბამისად, მთავრობა იძულებით საშუალებებს გამოიყენებს.“


26 აპრილს პოლონეთმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების სია გამოაქვეყნა, რომელშიც 50 სუბიექტი, მათ შორის 35 კომპანია და 15 ფიზიკური პირი შედის. სიაში არიან: Gazprom, Akron, Novatek, Severstal, PhosAgro, Beloil, Faberlik, Kaspersky, Kamaz, Wildberries, ასევე, რუსი ბიზნესმენები, ტატიანა ბაკალჩუკი, ოლეგ დერიპასკა, მიხაილ ფრიდმანი, მიხაილ გუცერიევი, ვიაჩესლავ კანტორი, ევგენი კასპერსკი, იგორ სეჩინი, ვიქტორ ვექსელბერგი და სხვები.


პოლონური სანქციები ამ კომპანიების ფინანსური აქტივებისა და ქონების გაყინვას ითვალისწინებს, ასევე, ტენდერებში მათ მონაწილეობას გამორიცხვას, ხოლო მეწარმეებს პოლონეთში შესვლაც აეკრძალათ.


27 აპრილს, პოლონეთის სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ Novatek Green Energy-მა პოლონელ მომხმარებლებს თხევადი გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ამის გამო რამდენიმე ათეული პოლონური გმინა, ანუ მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გაზმომარაგების გარეშე დარჩა.


bpn.ge 

თეგები:
პოლონეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up