პოლონეთი არ აპირებს, მობილიზაციის გამო სხვა ქვეყნებში გაქცეული რუსების მიღებას, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, მიხალ დვორჩიკმა განაცხადა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლონეთი არ ხურავს საზღვრებს პოლიტიკური შეხედულებების ან რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო რეპრესირებული პირებისთვის.
„მეორე მხრივ, ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა პერსპექტივა, რომ მათ შეიძლება არა მხოლოდ სიტყვებით დაუჭირონ ამ რეჟიმს მხარი, არამედ ფრონტზეც აღმოჩნდნენ, უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ და რუსეთის დატოვებას გეგმავენ. ეჭვგარეშეა, ჩვენ ასეთ ადამიანებს მხარს არ დავუჭერთ, - განაცხადა დვორჩიკმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყანას ათასობით ადამიანი ტოვებს.