პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადაში სიტყვით გამოვა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ საათზე მიმართავს პოლონეთის პრეზიდენტი მეზობელი ქვეყნის პარლამენტს, თუმცა როგორც პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, დუდა უკრაინის პარლამენტში, პირველი უცხო სახელმწიფოს მეთაური იქნება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართავს.