რუსული სამხედრო აგრესიის გამო პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთთან თამაშზე უარი თქვა.
„ეს დღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შვედეთისა და ნიდერლანდების ფედერაციებთან, რათა ფიფასთან საერთო პოზიცით წარვსდგეთ“, - წერს პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ცეზარ კულესა ტვიტერზე.