პოლონეთის სეიმმა რეზოლუცია მიიღო და დაგმო „ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და გენოციდის აქტები“, რომელიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა

პოლონეთის სეიმმა რეზოლუცია მიიღო და დაგმო „ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და გენოციდის აქტები“, რომელიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა

access_time2022-03-24 15:25:00

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია და დაგმო „ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და გენოციდის აქტები“, რომელიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა.

”პოლონეთის სეიმი მტკიცედ გმობს ძალადობის აქტებს, ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდის აქტებს, ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევას და საერთაშორისო სამართლის სხვა დანაშაულებრივ დარღვევებს, რომლებიც ჩადენილია სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და მათი მოკავშირეების მიერ, სამხედრო მეთაურების ბრძანებებითა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უშუალო ხელმძღვანელობით“, -აღნიშნულია პოლონელი კანონმდებლების მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

პოლონეთის საკანონმდებლო ორგანომ მოუწოდა თანამოაზრე ქვეყნებს მხარი დაუჭირონ „სამართალწარმოების დაწყებას გაეროს საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე“ და „იმოქმედონ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით“, რათა პუტინისა და სხვა რუსი ლიდერების პასუხისმგებლობა დადგეს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ამ დანაშაულების საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები“ საკმარისია იმისათვის, რომ „პოლონეთის სეიმმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადონ“.


პოლონელმა დეპუტატებმა ასევე მიმართეს დემოკრატიული ქვეყნების დეპუტატებს მთელ მსოფლიოში და ევროპარლამენტს, დაეწესებინათ „ყველაზე სერიოზული შედეგების მომტანი სანქციები“ რუსეთის ლიდერებისთვის.

იმავდროულად, სეიმმა დაადასტურა თავისი „ურყევი სოლიდარობა თავისუფალი უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დემოკრატიული სახელმწიფოს“ მიმართ.

ცნობისთვის, გასულ კვირას პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ზბიგნევ ზიობრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის პროკურორებმა 300-ზე მეტი მოწმის ჩვენება შეაგროვეს უკრაინაში რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების ფარგლებში.

ipn.ge 

თეგები:
რეზოლუცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up