პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთმა უკრაინას შესაძლოა უახლოეს ოთხ-ექვს კვირაში მიაწოდოს თავის შეიარაღებაში დარჩენილი MiG-29 გამანადგურებლები.
როგორც პოლონეთის პრესა იტყობინება, ამის შესახებ მან განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელზეც საუბარი იყო პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას ამასწინანდელი კომენტარის შესახებ, რომელიც მან გამანადგურებლების თაობაზე გააკეთა.
დუდამ 8 მარტს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ პოლონეთმა შესაძლოა უკრაინას თავისი MiG-29 გამანადგურებლები გადასცეს.
სამხედრო მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ შარშან პოლონეთმა უკვე გადასცა უკრაინას რამდენიმე MiG-29, სავარაუდოდ სათადარიგო ნაწილებისთვის, რომლებიც უკრაინის შეიარაღებაში არსებული ამავე ტიპის თვითმფრინავებისთვის იყო განკუთვნილი.
ღია წყაროების თანახმად, პოლონეთს 29 ერთეული MiG-29 ჰქონდა. იგეგმება მათი შეცვლა სამხრეთკორეული წარმოების თვითმფრინავებით. გარდა ამისა, პოლონეთი გამოიყენებს ამერიკულ F-16-ებსნ ასევე ვარშავამ აშშ-ს შეუკვეთა 32 ცალი ყველაზე თანამედროვე მრავალმიზნობრივი სამხედრო თვითმფრინავი F-35.