პოლონეთმა უარი თქვა, 2023 წელს უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან 18 მილიარდ ევროიანი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე. ამის შესახებ Politico ოთხ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება. აღმოჩნდა, რომ პოლონეთი დოკუმენტის ბოლო პუნქტითაა უკმაყოფილო, სადაც საუბარია, რომ მსხვილი კორპორაციების მოგებაზე მინიმალური საგადასახადო განაკვეთი 15% იქნება.
ევროკავშირში 15%-იანი მინიმალური გადასახადის დაწესება Pillar II გლობალური საგადასახადო რეფორმის ნაწილია. ამაზე ევროპარლამენტარები შარშან შეთანხმდნენ. გარდა ამისა, არსებობს Pillar I - საერთაშორისო კორპორაციების (Google და Amazon) დაბეგვრა იმ ქვეყნებში, საიდანაც მათ მოგება აქვთ.
ახლა პოლონეთში კორპორაციული გადასახადის განაკვეთი 15%-ზე დაბალია. ვარშავა Pillar I-ის და Pillar II-ის ერთდროულად განხორციელებას მოითხოვს. ისინი თვლიან, რომ არასწორია საგადასახადო განაკვეთის გაზრდა ევროპულ ბიზნესებზე Pillar II-ის ფარგლებში, Pillar I-ის ფარგლებში ციფრული გიგანტების სათანადო დაბეგვრის გარეშე.
პოლონეთი ამ პუნქტს დიდი ხნის განმავლობაში ბლოკავდა მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინისთვის მხარდაჭერის მიღების მიზნით დათმო. ამის მიუხედავად, 12 დეკემბერს პოლონეთის წარმომადგენელმა ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე კვლავ გააჟღერეს საკუთარი პრეტენზიები. საკითხი, სავარაუდოდ 15-16, დეკემბერს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განიხილება.