პოლონეთში რიგი პროფესიებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, 2022 წლის 1-ლი მარტიდან აცრა სავალდებულო იქნება მედიკოსების, მასწავლებლებისა და უნიფორმიანი საჯარო მოხელეებისთვის.
„ავსტრიისა და გერმანიის მსგავსად, გვსურს 1-ლი მარტიდან საზოგადოების სამი ჯგუფისთვის სავალდებულო ვაქცინაცია შემოვიღოთ. პირველი ჯგუფია მედიკოსები, მეორე - მასწავლებლები, მესამე კი უნიფორმიანი საჯარო მოხელეები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნეძელსკიმ.
ამასთანავე, 15 დეკემბრიდან ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებისთვის შეზღუდვების გამკაცრება დააანონსეს.
imedinews.ge