პოლტავას რეგიონში რუსებმა სავაჭრო ცენტრი, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა დაბომბეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, მსხვერპლის რაოდენობა წარმოუდგენელია.
„ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, სადაც ათასზე მეტი მოქალაქე იყო. TRC იწვის, მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, მსხვერპლთა რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. რუსეთი აგრძელებს თავისი უძლურების უბრალო მოქალაქეებზე განთავსებას. მისი მხრიდან ადეკვატურობის და ადამიანობის იმედად ყოფნა უშედეგოა“, — აცხადებს ზელენსკი.
ვიდეოს ტელეგრამ არხზე უკრაინის პრეზიდენტი აქვეყნებს.