პოპულარული ბრიტანული ციფრული გზამკვლევი საქართველოს შესახებ რეპორტაჟს მოამზადებს

პოპულარული ბრიტანული ციფრული გზამკვლევი საქართველოს შესახებ რეპორტაჟს მოამზადებს

access_time2022-03-21 13:10:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული ბრიტანული ციფრული გზამკვლევის „Bradt Travel Magazine“-ის ფოტორეპორტიორს მასპინძლობს. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. 



პრეს-ტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი ჯულიან ელიოტი თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს, ქუთაისს, ენგურჰესს, მესტიას, უშგულს, მარტვილის კათედრალსა და მარტვილის კანიონს დაათვალიერებს. 9 დღიანი ტურის ფარგლებში ფოტორეპორტიორი საქართველოს ტურისტულ ადგილებს გადაიღებს და ბრიტანული ციფრული გზამკვლევისთვის ფოტო-რეპორტაჟს მოამზადებს, სადაც ქართული კულტურა, ქალაქები, სამთო კურორტები, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება, ბუნება და სამზარეულო იქნება აღბეჭდილი.



პრეს-ტურის მიზანი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდაა.
ციფრულ გზამკვლევს „Bradt Travel Magazine“ ყოველთვიურად 30 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ონლაინ გამოცემას ვებ-გვერდზე თვეში 120 ათასი მკითხველი სტუმრობს.





“პროფესიონალი ფოტოგტაფი ვარ, წარმოშობით ბრიტანელი მაგრამ საფრანგეთში ვცხოვრობ , ჩამოვედი საქართველოში რომ გადავიღო. ჩემთვის საინტერესოა ეს რეგიონი, რადგან მასზე ბევრი რამ წავიკითხე. მგონია რომ ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ნანახი და დარწმუნებული ვარ, ჩემი ფოტოების ნახვის შემდეგ, ბევრს გაუჩდება სურვილი მოინახულოს საქართველო. ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს გამოაქვეყნებს ბრიტანული ჟურნალები და ბრიტანული გზამკვლევები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფოტოებს აქვეყნებს. სავნეთის რეგიონს და მთლიანად საქართველოს კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოვუტან და მივაწვდი ადამიანებს ინფორმაციას ამ ულამაზესი მხარის შესახებ” - ჯულიან ელიოტი - ფოტორეპორტიორი.




თეგები:
რეპორტაჟი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up