„პოპულისტი პოლიტიკოსების გამო, პენსიონერების ინტერესები არ უნდა დაზარალდეს“ - ბაირახტარი

„პოპულისტი პოლიტიკოსების გამო, პენსიონერების ინტერესები არ უნდა დაზარალდეს“ - ბაირახტარი

access_time2021-11-04 13:55:11

პენსიებისა და სოციალური გასაცემლების საკითხი ჩვენს საზოგადოებაში მუდმივად აქტუალური თემაა. როგორც წესი პოლიტიკოსებისთვის საპენსიო ასაკის ელექტორატის გულის მოგება ნამდვილად მიმზიდველია ყველა არჩევნების წინ. თუმცა, აღნიშნულმა საკითხმა და კონკრეტულად საპენსიო სესხების ფასმა, მიმდინარე წელს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა.  

წელს პირველად ეს დაპირება, დაპირებას გასცდა და შეიქმნა პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების დარიგების უზრუნველყოფის უწყებათაშორისი კომისია. კომისიის მუშაობა რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა ამ დრომდე კომისიის მუშაობაში, არც თემით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულან და არც სპეციალისტები.

სწორედ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია -აფბამ“ განცხადება გაავრცელა და მზაობა გამოთქვა ჩაერთოს კომისიის მუშაობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „კომერსანტი“ აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს დაუკავშირდა. როგორც ბაირახტარმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, უწყებათაშორის კომისიის მუშაობაში სპეციალისტებისა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა კომისიის მუშაობა იყოს სრულად გამჭვირვალე, საზოგადოება იყოს ინფორმირებული და ჩვენი საპენსიო ასაკის მოსახლეობა დაცული იყოს პოპულისტური და არაკომპეტენტური ნაბიჯებისგან.

„აფბამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტერესი პირველივე დღეს გამოთქვა, ვინაიდან საკითხი მეტად სენსიტიურია. ის ეხება ერთის მხრივ ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილს 800 000-მდე პენსიონერს და, მეორეს მხრივ ,ჩვენს საბანკო სექტორს.

სამწუხაროდ, ჩვენ საკითხის ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების დროს ენით აღუწერელი პოპულიზმისა და არაკვალიფიციური განცხადებების მომსწრენი გავხდით. გულწრფელად გეტყვით ისმოდა ისეთი განცხადებები, რომელიც ჩემთვის როგორც ეკონომისტისთვის შოკის მომგვრელი იყო. მესმის, რომ პოლიტიკოსებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გააჩნიათ, თუმცა როგორც ზემოთ ვახსენე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რაზეა საუბარი.


 ჩვენ ვსაუბრობთ 800 000 პენსიონერზე, რომელთა ბედი მნიშვნელოვან წილად იქნება დამოკიდებული, სწორედ ზემოთ ხსენებული კომისიის გადაწყვეტილებაზე და ამ დროს თუ გავითვალისწინებთ ამ კომისიაში შემავალი პოლიტიკური ძალების ცოტახნის წინანდელ განცხადებებს, რომლებიც პოპულიზმსაც კი ცდებოდა და უბრალოდ წინააღმდეგობაშიც კი მოდიოდა ერთმანეთთან, ეს ჩვენთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. მით უფრო, როდესაც პრაქტიკულად პროცესი ამ ეტაპზე სრულიად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს“,-აღნიშნავს ბაირახტარი.

ბაირახტარმა გამოსავლის გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოსავალი ცალსახად საქმეზე ორიენტირებული მიდგომაა, რომელიც უნდა გამოიხატოს არა პოპულიზმით და, ზოგადად, ანტისაბანკო ნარატივთ, არამედ ჩვენს პენსიონერებზე ფოკუსირებულ გადაწყვეტილებებით.

„დღეს ჩვენ თუ შევხედავთ სიტუაციას, საკითხი ასეთია, პოლიტიკოსები რომლებიც ამ კომისიაში არიან შესულები, საუბრობენ მკვახე და ურაპატრიოტული ტრმინებით. მეორე საკითხია, რომ ეს ტერმინები და განცხადებები სრულად არის აცდენილი რეალობას და ორიენტირებულია მასებზე.

მაგალითად, როგორიც არის ის, რომ პენსიონერებს „ლიბერთი ბანკი“ ატყავებს და ა.შ. შემდეგ როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ტიპის პროდუქტი (არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი) ყველაზე დაბალ პროცენტში სწორედ ლიბერთი ბანკს ჰქონია. მაგრამ მთავარი აქ სხვა საკითხია, საქმე ისაა, რომ თავად ბანკიც თანახმაა, რომ ჩატარდეს ახალი ტენდერი.

სხვათა შორის იცით, რომ 2019 წელს მთავრობამ ჩაატარა საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევა. თუმცა, აღნიშნულ კვლევაში არცერთმა ბანკმა ინტერესი არ გამოხატა. რატომ ?! იმიტომ რომ არცერთ ბანკს არ გააჩნია საპენსიო მომსახურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი პენსიონერების ბედი და არ უნდა იქნას მიღებული, ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება თუნდაც მიზერულად მაინც გააუარესოს ჩვენი პენსიონერების ყოველდღიურობა. ამის ერთადერთი საშუალება კი გამჭვირვალეობა და კომისიის მუშაობაში სპეციალისტების ჩართვაა“,-ამბობს ბაირახტარი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up