„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის“, — ამის შესახებ ფორმულასთან უკრაინის მე-5 პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის. ასეთი მასშტაბური აქციებისთვის, ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის. ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს რუსული ჯარის ყოფნა თავის ტერიტორიაზე. მსოფლიოც და ღმერთიც ჩვენთან ერთად არის. პუტინი ყველაფერზე პასუხს აგებს, რაც ჩვენთან და თქვენთან ჩაიდინა“, — თქვა პოროშენკომ.
formulanews.ge