„Porsche“ აფრინდა – უნიკალური სარეკლამო ადგილი თბილისში 6 თვით გაქირავდა

„Porsche“ აფრინდა – უნიკალური სარეკლამო ადგილი თბილისში 6 თვით გაქირავდა

access_time2021-07-06 11:00:25

თბილისის ცენტრში, 150 მეტრის სიმაღლეზე ახალი რეკლამა გამოჩნდა, რეკლამა, რომელმაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია. მიზეზი მარტივია, მისი დანახვა 20 კილომეტრის მანძილზეა შესაძლებელი. გახსნიდან ერთი წლის შემდეგ ტურისტული ატრაქციონი, საჰაერო ბურთი, რეკლამირებისთვის პრემიუმ კლასის სპორტული მანქანების კომპანია „Porsche“-მ გამოიყენა. კომერსანტის წყაროების ცნობით, ამ უნიკალურ რეკლამაში კომპანია თვეში დაახლოებით 8 000 ევროს იხდის. „Air balloon tbilisi“-ში ამბობენ, რომ ბიუჯეტი ინდივიდუალური და კონფიდენციურია, თუმცა გვითხრეს ის, რომ ცნობილ ბრენდთან კომპანიამ 6–თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

 



„პლატფორმა Porsche-მ აითვისა და 6 თვიანი კონტრაქტი გაფორმდა. რეალურად რეკლამით ძალიან ბევრი კომპანიაა დაინტერესებული, მსურველების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც „Porsche“-ს რეკლამა საჰაერო ბურთზე ნახეს. თუმცა, ვერც ერთი კომპანიის რეკლამის განთავსება „Porsche“-ს გვერდით ვერ მოხდება. სარეკლამო პლატფორმასთან დაკავშირებული ბიუჯეტი ინდივიდუალური და კონფიდენციურია, თუმცა გეტყვით, რომ თანამშრომლობას პრემიალური კლასის კომპანიებთან ვარჩევთ. აღსანიშნავია, რომ ამ კონტრაქტის შემდეგ, ერთ წელზე ნაკლები ვადით პლატფორმის დაქირავება რთული ადამიანური და ტექნიკური სამუშაოების გამო მიზანშეწონილი აღარ იქნება“, – აცხადებენ „Air balloon tbilisi“-ში.


 

შეგახსენებთ, რომ საჰაერო ბურთი თბილისში პირველად გასულ წელს გამოჩნდა. პროექტი შ.პ.ს „ატრაქციონმა“ ფრანგ პარტნიორებთან ერთად განახორციელა. საჰაერო ბურთი 32 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო  ფრენის უმაღლესი წერტილი 150 მეტრს აღწევს. ტურისტულ ატრაქციონში 4 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up