„პორშე ცენტრი თბილისი“ ელექტრომობილების ხელშეწყობისათვის - კომპანია დასამუხტი სადგურების ქსელს აფართოებს

„პორშე ცენტრი თბილისი“ ელექტრომობილების ხელშეწყობისათვის - კომპანია დასამუხტი სადგურების ქსელს აფართოებს

access_time2022-06-14 12:35:08

მსოფლიო ავტოინდუსტრიაში გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებული მანქანები სულ უფრო აქტუალურია. ტენდენცია მზარდია საქართველოშიც და როგორც „პორშე ცენტრი თბილისში“ ამბობენ, გერმანული ბრენდის ელექტრომობილებზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად მოიმატა.


ეკომეგობრული ტრანსპორტის ბაზარზე შემოყვანის გარდა, კომპანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ზრუნავს. „პორშე ცენტრი თბილისი“ გეგმავს, 2022 წელს ელექტროსადგურების ქსელი მნიშვნელოვნად გააფართოოს, რითაც ხელს შეუწყობს ელექტრომობილების პოპულარიზაციას. რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება ელექტრო- და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისებისთვის და რა ინიციატივები და გეგმები აქვს ამ მიმართულებით „პორშე ცენტრი თბილისს“? - ამ თემებზე „კომერსანტი“ Tegeta Premium Vehicle-ის დირექტორს პეტრე წაქაძეს ესაუბრა.


„პორშე ცენტრი თბილისი“ მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს ელექტრომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. ეტაპობრივად ვაფართოებთ დამტენების სადგურების ქსელს. „პორშე ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ენერგოეფექტური პროექტების ფარგლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კომპანიას 8 დამტენი სადგური აქვს განთავსებული. მათგან 2 თბილისშია, ამდენივე - ბათუმში, ასევე, თელავში, საირმეში, ქუთაისსა და ყაზბეგში. საერთო ჯამში, კომპანიამ 150 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.


უკვე გაწერილია 2022-ის სამოქმედო გეგმაც - საქართველოს მასშტაბით წელს დამატებით კიდევ 6 დამტენის დამონტაჟებას ვაპირებთ. გვინდა, ქვეყნის ყველა კუთხე მოვიცვათ და ჩვენი დამტენები მაქსიმალურად მეტ რეგიონში განვათავსოთ. შედეგად, ვფიქრობთ, ელექტრომობილის მფლობელებისთვის მანქანის დამუხტვა უფრო ხელმისაწვდომი იქნება“, - აცხადებს პეტრე წაქაძე.


ამ ეტაპზე საქართველოში 2 ტიპის დამტენები განთავსდა, ესენია 11- და  22-კილოვატიანი ელსადგურები. 11-კილოვატიანით სარგებლობის შემთხვევაში ავტომობილის სრულად დამუხტვას დაახლოებით 7 საათი სჭირდება, ხოლო თუ 22-იან დამტენს გამოიყენებთ, მანქანა სრულად 3-4 საათში დაიტენება. პორშეს სრულად დამუხტული ავტომობილით 450 კმ-ის გავლაა შესაძლებელი.


აქვე დავამატებ, რომ ელექტროსადგურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც პორშეს ელექტრომოდელების, ისე სხვა ნებისმიერი ელავტომობილების მფლობელებს“, - აცხადებს პეტრე წაქაძე.


„ქვეყანაში შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ელექტრო- და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობა, წახალისება. ამ პოლიტიკის ფარგლებში ელექტრომობილების მფლობელები საბაჟო გადასახადისაგან სრულად თავისუფლდებიან, მათთვის პარკირებაც უფასოა“, - Tegeta Premium Vehicle-ის დირექტორი გვეუბნება, რომ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და გაზრდის ინტერესს ეკომეგობრული ტრანსპორტის მიმართ.





2021 წელს მსოფლიოში, Plug-in ჰიბრიდების ჩათვლით, ელექტრომობილების გაყიდვები, 2020-თან შედარებით, 120%-ით გაიზარდა.  


რაც შეეხება ქართული ბაზრის მოთხოვნებს, Tegeta Premium Vehicles-ის დირექტორი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ გაყიდული ელექტრომობილების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მისივე თქმით, საქართველოში პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლობა, „პორშე ცენტრი თბილისი“ აქტიურად უწყობს ფეხს მსოფლიო ტენდენციას ელექტრო- და ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ამიტომ, როგორც წაქაძე ამბობს, 2022 წელიც შესაბამისად დაიგეგმა — ჯამურად, გაყიდული ავტომობილების 50% ჰიბრიდული ან ელექტროძრავის უნდა იყოს.


„პორშე ცენტრი თბილისი“, რომელიც საქართველოში პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, იყო პირველი, რომელმაც ქართულ ბაზარზე პორშე ტაიკანის სახით სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილი შემოიყვანა. გაყიდვების პროგნოზირება არა თუ რთული, არამედ შეუძლებელიც იყო. ტაიკანი 2020-ში შემოვიყვანეთ. პირველი თვეების განმავლობაში მისი გაყიდვები არ იყო ინტენსიური. ამ პერიოდში ინფორმაციის აქტიურად და სწორად მიწოდებამ წარმატებულ გაყიდვებში ძალიან დიდი როლი ითამაშა. მოთხოვნაც დინამიკაში მზარდია. 2021-ში 19 ტაიკანი გაიყიდა, რაც სრული გაყიდვების 18%-ს შეადგენს. ზოგადად, პორშეს გაყიდვებზე თუ ვისაუბრებთ, გასულ  წელს კომპანიამ 91 ახალი და 30 მეორადი პორშე გაყიდა, თუმცა პოტენციალი მეტი იყო. მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი პანდემიის მორიგი ტალღა და მისი თანმხლები პრობლემები იყო, მათ შორის, პირველ რიგში მიკროჩიპების დეფიციტი, რამაც არაერთი კომპანიის წარმოება შეაფერხა. ეს საკითხი, გარკვეულწილად, „პორშე ცენტრი თბილისსაც“ შეეხო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პოტენციური რისკები ბევრად ადრე შევაფასეთ, გლობალურ გამოწვევას მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდით.



რაც შეეხება გერმანული პრემიუმ ბრენდის გრძელვადიან გეგმებს ელექტრიფიცირებასთან დაკავშირებით, 2025 წლისთვის  პორშეს წარმოების 50% იქნება ელექტრო, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 80%-მდე უნდა გაიზარდოს“, - გვიყვება პეტრე წაქაძე.


„პორშე ცენტრი თბილისი“ რეგიონის მასშტაბით ელექტრომობილების სერვისის პირველი ჰაბია. კომპანიის დირექტორის თქმით, ამის მისაღწევად ბიზნესმა  საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა როგორც ელექტრომობილების დამტენებისა და სპეცინსტრუმენტების შესყიდვის, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით.


„პორშე ცენტრი თბილისის“ სერვისი კავკასიის მასშტაბით გამორჩეულია. რთული ან პრობლემური  შემთხვევებისას რეგიონის სერვისცენტრები კონსულტაციებს ჩვენს მექანიკოსებთან გადიან. გადამზადებებისა და ჩვენი გამოცდილი მექანიკოსების ძალისხმევით გერმანული ბრენდის მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისს ვთავაზობთ“, - ამბობს პეტრე წაქაძე.


დასამუხტი სადგურების ქსელის გაფართოების პარალელურად, კომპანია პორშეს შოურუმის რენოვაციას ახორციელებს. ენერგორესურსების დაზოგვის მიზნით, უმსხვილესი პროექტის ფარგლებში, შენობის თავზე მზის ელექტროსადგურის მონტაჟი იგეგმება.



(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up