„პორშე ცენტრი თბილისს“ ვერცხლის სერტიფიცირებული მექანიკოსები

„პორშე ცენტრი თბილისს“ ვერცხლის სერტიფიცირებული მექანიკოსები

access_time2022-04-28 18:05:07

„პორშე ცენტრი თბილისმა“, რომელიც რეგიონში სერვისის ჰაბად არის მიჩნეული, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ცენტრის ორი მექანიკოსი - ზაზა მერაბიშვილი და კარენ ხასანოვი უკვე პორშეს ოფიციალური, ვერცხლის სერტიფიკატის მფლობელები გახდნენ.


გერმანული ბრენდის სტანდარტების მომსახურების შესათავაზებლად, „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსები მუდმივ გადამზადებას გადიან და ყველა მათგანი პორშეს მიერაა სერტიფიცირებული.

 

თეორიული და პრაქტიკული სწავლებების გავლისა და პორშეს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონულ ოფისში გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სერტიფიკატი მათ პორშეს მიერ ოფიციალურად მიენიჭათ.

 

გადამზადებები საკმაოდ სპეციფიურ დეტალებს მოიცავდა, მათ შორის ავტომობილის აგებულებას, აგრეგატებს, სავალ ნაწილებს, ელექტროგაყვანილობებს. უკვე შესწავლილი გვქონდა პორშეს ჰიბრიდული სისტემა. ვერცხლის სერიფიცირებისთვის საჭირო ტრენინგების მსვლელობისას, დამატებითი ცოდნა მივიღეთ პორშეს უახლესი, პირველი სერიული სპორტული ელექტრომობილის - ტაიკანის შესახებ. აქ კი მთავარი მაღალ ძაბვასთან და ელექტრომობილის სხვადასხვა კომპონენტებთან მუშაობაა, - აცხადებს „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსი ზაზა მერაბიშვილი.



პორშეს ავტომობილები ყოველწლიურად უფრო დახვეწილი, გაუმჯობესებული, მაგრამ ამავე დროს, სხვადასხვა ინოვაციის გათვალისწინებით, ტექნიკურად უფრო რთულიც ხდება. ინოვაციურ-ტექნოლოგიური სიახლეები მექანიკოსებისთვის, ერთი მხრივ, გამოწვევაა, მეორე მხრივ კი, საინტერესო პროცესია საქმიანი უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.


 

ვერცხლის სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემდეგ, „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსები სხვადასხვა სასწავლო კურსის გავლასა და სემინარებში მონაწილეობას გეგმავენ. შემდგომი მიზანი ოქროს, უმაღლესი რანგის სერტიფიცირების მოპოვებაა.

 

„პორშეს მოდელების აგებულება საკმაოდ სპეციფიკურია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და სიახლეების შესწავლა, ჩვენი შემდეგი მიზანი ოქროს სერტიფიკატების აღებაა. ამჯერად, სწავლება იქნება უფრო დეტალური“, - კარენ ხასანოვი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსი.



„პორშე ცენტრი თბილისის“ სერვისი ბრენდის მიერ კავკასიის რეგიონში სერვისის ჰაბადაა აღიარებული. ცენტრის ყველა მექანიკოსი მუდმივ გადამზადებას გადის და ყველა მათგანი პორშეს მიერაა სერტიფიცირებული.

 

„პორშე ცენტრი თბილისის სერვისი კავკასიის მასშტაბით გამორჩეულია.  რთული ან პრობლემური ქეისების შემთხვევებში რეგიონის სერვისცენტრები კონსულტაციებს ჩვენს მექანიკოსებთან გადიან. სწორედ ამიტომ ვერცხლის სერტიფიკატი რეგიონული მასშტაბით მნიშვნელოვანია. ჩვენი მექანიკოსებისთვის ეს არის დამატებითი კვალიფიკაცია, პორშეს სტანდარტებთან ერთად. გადამზადებებისა და ჩვენი გამოცდილი მექანიკოსების ძალისხმევით გერმანული ბრენდის მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისს შევთავაზებთ“, - პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ გენერალური დირექტორი.

 

„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გერმანული ბრენდის ავტომობილების სერვისის სრულ სპექტრს სთავაზობს.

 

--

„პორშე ცენტრი თბილისი“ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე, სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up