პორშეს ამბიციური გეგმა - 2030 წლისთვის ავტომობილების 80% სრულად ელექტრო იქნებაიქნება

პორშეს ამბიციური გეგმა - 2030 წლისთვის ავტომობილების 80% სრულად ელექტრო იქნებაიქნება

access_time2022-03-23 18:11:47

გასული ფინანსური წლის განმავლობაში პორშემ მსოფლიოში ყველაზე მოგებიანი ავტომწარმოებლის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა. 2021 წელს 15%-იანი ზრდით, გაყიდვებმა 33.1 მილიარდი ევროს ოდენობით ისტორიულ ციფრებს მიაღწია. წინა წლის მაჩვენებელს 1,1 მილიარდით გაუსწრო საოპერაციო მოგებამ და 5,3 მილიარდი ევრო შეადგინა.

პორშეში მიიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებლები მათი ბიზნესგეგმის სწორად განხორციელებისა და ბრენდის ღირებულებების დაცვის შედეგია. გეგმავენ, დაძაბული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, გააგრძელონ ინვესტიციების ჩადება ელექტროფიცირებაში, დიგიტალიზაციასა და მდგრად განვითარებაში.

„ეს დადებითი შედეგები გაბედულ, ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. ჩვენი ინდუსტრია ახლა, ისტორიის მანძილზე, ყველაზე დიდ ცვლილებას განიცდის“, - აცხადებს Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმე.

მიუხედავად რეკორდული გაყიდვებისა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია ბიზნესზე. ბრენდმა რუსეთის ბაზარი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დატოვა და უკრაინელების დასახმარებლად 1 მილიონი ევროც გადარიცხა.

„სტრატეგიულად, ოპერაციულად და ფინანსურად პორშე შესანიშნავ მდგომარეობაშია. თუმცა წინ გვაქვს რთული თვეები, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ამის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სტრატეგიულ მიზანს, რომ გაყიდვების 15% გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად გამოვიყენოთ“, - ამბობს Porsche-ს ფინანსური დირექტორი ლუც მეშკე.

გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, პრემიუმ ბრენდი ელექტრომიმართულების გაძლიერებას აპირებს. კომპანიის გეგმაა ავტომობილების 80% სრულად ელექტრო გახადოს.




პორშეს ელექტროავტომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2021 წელს. ევროპის ბაზარზე გასული ავტომობილების 40% Plug-in hybrid ან სრულად ელექტრო იყო.

გასულ წელს პორშემ მსოფლიო მასშტაბით 301,915 ავტომობილი გაყიდა და პირველად გადააჭარბა 300 000-იან ნიშნულს. გერმანული პრემიუმ ბრენდისთვის ეს ისტორიული მაჩვენებელია. 171,433 შეადგინა ყველაზე მოთხოვნადი მოდელების Macan-ისა და Cayenne-ის გაყიდვებმა.

ორჯერ გაიზარდა სრულად ელექტრომოდელის Taycan-ის გაყიდვების რაოდენობა
და 41,296 შეადგინა. ეს რიცხვი საკულტო სპორტული მოდელის 911-ის გაყიდვების მაჩვენებელსაც აღემატება.

„Taycan-ს აქვს პორშესთვის დამახასიათებელი თვისებები და ის შთაგონების წყაროა ყველა ტიპის მომხმარებლისთვის. რამდენიმე წელიწადში გვსურს, შემოგთავაზოთ ჩვენი ერთ-ერთი მოდელის, 718-ის სრულად ელექტროვერსია. ვვარაუდობთ, 2025 წლისთვის პორშეს მიერ გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრო იქნება. 2030-ში კი სრულად ელექტროავტომობილების წილი ახალი ავტომობილების 80 %-ზე მეტს უნდა შეადგენდეს", - აცხადებს Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმე.

ასევე, პორშეს ამბიციურ გეგმებშია, 2030 წლისთვის წარმოება სრულად ნახშირბად-ნეიტრალური გახადოს. დასახული მიზნების მისაღწევად პორშე, პარტნიორებთან ერთად, მაღალი კლასის დამტენ სადგურებში მოცულობითი ინვესტიციის ჩადებას აპირებს. დამატებით, ინვესტიციაა გათვალისწინებული ისეთ საკვანძო ტექნოლოგიებში, როგორებიცაა ბატარეის სისტემები და მოდულების წარმოება.

თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“, რომელიც საქართველოში ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, ადგილობრივ მომხმარებელს პორშეს ახალ ელექტრომოდელებსაც აქტიურად გააცნობს.


(R)



თეგები:
პორშე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up