პორშეს სპორტული ავტომობილები 75-წლიან ისტორიას ითვლის - გლობალური ბრენდი საიუბილეო წელს Porsche Vision 357-ით ხვდება

პორშეს სპორტული ავტომობილები 75-წლიან ისტორიას ითვლის - გლობალური ბრენდი საიუბილეო წელს Porsche Vision 357-ით ხვდება

access_time2023-02-22 15:55:38

1948 წელს ფერი პორშემ ოცნება აიხდინა და თავის გუნდთან ერთად შექმნა პირველი Roadster - Porsche 356. სწორედ აქედან იწყება ლეგენდარული ბრენდის წარმატების ისტორიაც. 2023 წელს კი სპორტული ავტომობილების მწარმოებელი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და Porsche Vision 357-ის პროექტს წარადგენს. Porsche 357 გამორჩეული სპორტული ავტომობილია, რომელიც 718 Cayman GT4 RS-ის პლატფორმაზეა შექმნილი და 500 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს.

ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: „ჩვენ მუდმივად ვმოგზაურობთ მომავალში, შთაგონების წყაროდ კი კვლავ ბრენდის ისტორია რჩება. პორშეს 75-წლიანი ისტორია - ეს არის პირველობის სურვილისა და ოცნებების ერთობლიობა. ჩვენ ვზეიმობთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც შთაგონებას საკუთარი ოცნებებიდან იღებს“.


„Driven by Dreams“ - პორშეს 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად სპეციალური გამოფენა მოეწყო. ბრენდის სპორტული ავტომობილების ისტორიის შემაჯამებელი ექსპოზიცია ბერლინში „DRIVE. Volkswagen Group Forum“-ში გაიხსნა და 2023 წლის 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.


ოლივერ ბლუმე, Porsche AG- აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: „Driven by Dreams ბრენდის მთავარი არსია. სლოგანი კარგად ასახავს პორშეს ბრენდის უკან მდგარ, ყოველდღიურად მომუშავე ადამიანების მიდგომას. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ მომხმარებლების ოცნებების ასასრულებლად. ვამაყობთ ჩვენი მემკვიდრეობით, რადგან სწორედ მან განაპირობა პორშეს წარმატება. ჩვენს მემკვიდრეობას ინოვაციებსა და პროგრესს ვუკავშირებთ და ვცდილობთ, მუდმივად შევმატოთ არაჩვეულებრივი ახალი მომენტები პორშეს უნიკალურ ისტორიას“.




The Porsche Vision 357-ის პირველად ნახვა ბერლინში იქნება შესაძლებელი. მისი მეშვეობით Porsche-ს გუნდმა მონოლითური დიზაინი აწმყოში გადმოიტანა და წარმოგვიდგინა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დღეს ფერი პორშეს საოცნებო სპორტული მანქანა.


მაიკლ მაუერი, Style Porsche- ვიცე-პრეზიდენტი: სრულყოფილი დიზაინი თავიდანვე პორშეს განუყოფელი ნაწილი იყო. Porsche Vision 357-ით გვინდოდა, განსაკუთრებული დაბადების დღის საჩუქარი შეგვექმნა. მისი დიზაინის შთაგონების წყარო მოდელი 356-ია. ეს პროექტი არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შერწყმის მცდელობა. პროპორციები ისტორიულ მოდელს მოგვაგონებს, ხოლო დეტალები მომავლის ვიზუალიზაციაა“.


პორშე 911-ის 60 წლისა და Le Mans-ის 100 წლის იუბილე

წელს, პორშეს 75 წლის იუბილესთან ერთად, კიდევ ორი ღირსშესანიშნავი თარიღიც აღინიშნება: „პორშე 911“-ის წარდგენის სამოცი წლის იუბილე და „ლე-მანის 24 საათის“ რბოლის 100 წლისთავი. 1963 წლის სექტემბერში საერთაშორისო საავტომობილო შოუზე „პორშე 911“-მა ბრწყინვალე დიზაინითა და შეუდარებელი მართვის გამოცდილებით სამუდამოდ მოიგო სპორტული ავტომობილების მოყვარულების გულები.


მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რბოლის ორგანიზატორები კი „ლე-მანის 24 საათის“ 100 წლისთავს აღნიშნავენ. ყველა სპორტული ავტომობილის მწარმოებელი ოცნებობს, წარმატებას მიაღწიოს ლე-მანის 24-საათიან რბოლაზე. პორშე კი ამ რბოლის ყველაზე წარმატებული მონაწილეა. ის ერთადერთი ბრენდია, რომელსაც ლე-მანის არცერთი რბოლა არ გამოუტოვებია. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ 110-მდე შიდა და 19 საერთო გამარჯვება მოიპოვა.

--

Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად  „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. 



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up