უკრაინის სახელმწიფო საწარმო „საზღვაო სავაჭრო პორტი „უსტ-დუნაის“ ახალი მფლობელი, რომელმაც პორტი აუქციონის საშუალებით იყიდა 201 000 300 გრივნას და კიდევ 40 200 060 გრივნას დღგ-ს გადაიხდის.
ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ოდესისა და ნიკოლაევის ოლქების განყოფილების ხელმძღვანელმა ალექსანდრე სლავსკიმ დაწერა.
აუქციონის პირობების მიხედვით, 21 თებერვლამდე მყიდველმა უნდა გააფორმოს ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება და ამის შემდეგ მას კიდევ 60 სამუშაო დღე ექნება სანოტარო ხელშეკრულების დასადებად. ეს არის საკანონმდებლო სიახლე, რათა მყიდველმა მოამზადოს დოკუმენტები ხელშეკრულების ნოტარიულად დასამოწმებლად. მაგალითად, მოიპოვოს ანტიმონოპოლიური კომიტეტის ნებართვა.
შეგახსენებთ, რომ მეორე პორტის აუქციონი 2023 წლის 3 მარტს არის დაგეგმილი. ბელგოროდ-დნესტროვსკის პორტის საწყისი ღირებულება 187 მლნ გრივნაა.