პორტუგალიამ შესაძლოა, „ოქროს ვიზების“ პროგრამა დახუროს

პორტუგალიამ შესაძლოა, „ოქროს ვიზების“ პროგრამა დახუროს

access_time2022-11-04 11:30:00

პორტუგალიამ შესაძლოა, „ოქროს ვიზების“ პროგრამა დახუროს, რომელიც მდიდარ უცხოელებს, ინვესტიციის სანაცვლოდ, ბინადრობის ნებართვას ანიჭებდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ ლისაბონში გამართულ Web Summit-ზე განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.


პრემიერის თქმით, პროგრამამ, რომელიც პორტუგალიაში 2012 წელს დაიწყო, თავისი ამოცანა უკვე შეასრულა და მთავრობა მოქმედ სავიზო პროგრამებს, მათ შორის „ოქროს ვიზებს,“ გადახედავს.


„პროგრამამ ალბათ, უკვე შეასრულა დავალება, რომელიც უნდა შეესრულებინა და ამ დროისთვის მისი შენარჩუნების არანაირი საფუძველი აღარ არსებობს,“ - აცხადებს ანტონიუ კოშტა.


მისი თქმით, ოფიციალური გადაწყვეტილება ანალიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.



Reuters წერს, რომ „ოქროს ვიზების“ საშუალებით პორტუგალიამ უცხოელებისგან 10 წლის განმავლობაში 6,5 მლრდ ევროს ინვესტიცია მიიზიდა, რისი უმეტესობაც უძრავ ქონებაში განხორციელდა. ეს ინვესტორები, ძირითადად, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან იყვნენ. წელს პორტუგალიამ ლისაბონში, პორტოში, ალგარვესა და სანაპიროზე ქონების შესაძენად ბინადრობის ნებართვების გაცემა შეწყვიტა, რომ ინვესტიციები დიდი ქალაქებიდან ნაკლებად განვითარებულ რაიონებში გადაეტანა. ამასთან, პორტუგალიამ გადაწყვიტა, ე.წ. ციფრული მომთაბარეების (Digital Nomad) ვიზა შემოეღო, რომელიც მაღალი შემოსავლისა და დისტანციური მუშაობის მქონე უცხოელებს ქვეყანაში ერთი წლით ცხოვრებისა და საქმიანობის ნებართვას ანიჭებდა.


პორტუგალიამ უკრაინის ომის დაწყებისთანავე, თებერვლის ბოლოს რუსებისგან „ოქროს ვიზებზე“ განაცხადების მიღება შეწყვიტა. პროგრამის დაწყებიდან იმ დრომდე რუსებს 431 „ოქროს ვიზა,“ მათ შორის შვიდი წელს ჰქონდათ მიღებული. თებერვლიდან პორტუგალიამ ამ ვიზებზე რუსებისგან ათი განაცხადი მიიღო და ყველა მათგანზე უარი განაცხადა.


მიმდინარე წლის თებერვალში „ოქროს“ სავიზო პროგრამა, ასევე, დიდმა ბრიტანეთმა დახურა, რის მიზეზადაც უკანონოდ მოპოვებული ფულის ქვეყანაში ჩაღვრის რისკები დასახელდა.


ბიზნესპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up