პოსტ-პანდემიურ პერიოდში (III კვ. 2022), პრე-პანდემიურთან (IV კვ. 2019) შედარებით, შრომის ბაზრის ეფექტიანობა შემცირდა. ამის შესახებ საუბარია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში, რომელიც საქართველოს შრომითი ბაზრის მდგომარეობას შეეხება.
„აღნიშნული პერიოდების შედარებისას ჩანს, რომ უმუშევრობის დონე თითქმის უცვლელია, ხოლო ვაკანსიების გამოცხადების დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ IV კვ. 2019-თან შედარებით, III კვ. 2022-ში დამსაქმებლებისთვის საჭირო კადრების მოძიება უფრო გართულებულია.
აღნიშნულს შესაძლოა განაპირობებდეს სხვადასხვა ფაქტორები, როგორებიცაა: სამუშაო ძალის მიგრაცია, კადრების გადინება მომიჯნავე სექტორებში, სამუშაოს მაძიებლების სარეზერვო ხელფასის ზრდა (ხელფასის ის მინიმალური ოდენობა, რაზეც სამუშაოს მაძიებელი თანახმა იქნება სამსახურის დაწყებაზე) და ა.შ.“- ნათქვამია კვლევაში.