პრაღაში მეექვსე ბრიგადის მოედანზე, საბჭოთა მარშალ ივან კონევის ქანდაკების ადგილზე, რუსეთის პრეზიდენტის ძეგლი გაიხსნა, რომელსაც ორკის სახე აქვს გაზის ონკანს ატრიალებს. ქანდაკების ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას 30 დღის განმავლობაში ექნებათ. შემდეგ ძეგლი აუქციონზე გაიყიდება. წერს გამოცემა Praguemorning-ი.
მოქანდაკე დუშან დოსტალსის თქმით, აუქციონზე შეგროვილი თანხა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება. მანვე აღნიშნა, რომ ნამუშევრით ევროპაში ენერგორესურსების ფასების ზრდის მთავარი დამნაშავე გამოსახა.
ნამუშევარს „დემონი აჰრიმანი“ ჰქვია, რაც ადრეულ ირანულ რელიგიასა და ზოროასტრიზმში ბოროტი სულის სახელია. ნამუშევარი პლატფორმის „საჩუქარი პუტინს ინიციატივით გამართულ მჭედელ-მხატვრების საერთაშორისო შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ მეტალის ორკს მარჯვენა ხელი ნაცისტების ლიდერ ადოლფ ჰიტლერივით აქვთ მაღლა აწეული. პლატფორმის „საჩუქარი პუტინს“ წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს ქანდაკება დღევანდელი რუსეთის სიმბოლოა, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და ბუნებრივ რესურსებს თავისი ინტერესების გასატარებლად იყენებს.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა