პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 3457 პედაგოგს გაუუქმდა

პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 3457 პედაგოგს გაუუქმდა

access_time2021-12-03 13:40:00

პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 3457 პედაგოგს გაუუქმდა. „ინტერპრესნიუსის“ მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებელთა კონკურსი მიმდინარე, 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ერთი თვით ადრე უნდა გამოაცხადონ.


ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში კი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილნი არიან, პედაგოგები, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი ვერ მოიპოვეს და შესაბამისად, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი შეუწყდათ, მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ დაასაქმონ.


პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა 2015 წლიდან დღემდე არაერთხელ ჰქონდათ. მათთვის განსაზღვრული ბოლო საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდა კი, პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის შემოდგომის ნაცვლად 2021 წლის ზაფხულში ჩატარდა.



მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განმარტებით, 2021 წლის გამოცდების და ტრენინგების შედეგების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად, მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, იმ მასწავლებლების სია, რომლებმაც ვერ დააგროვეს სტატუსის ასამაღლებლად საჭირო 19 კრედიტქულა, გადასცა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელმაც მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (კანონმდებლობის შესაბამისად) ზემოაღნიშნულ პედაგოგებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გაუუქმა.


ცნობისთვის, წელს მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, პროფესიული უნარების გამოცდა კი 4137 პრაქტიკოსი პედაგოგიდან 2365-მა ვერ ჩააბარა.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up