პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

access_time2021-06-23 14:20:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„სხდომაზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.


კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებულ იქნა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტი, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა და მოცემულ ეტაპზე ის სექტორულ უწყებებთან თანხმდება.


ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები, მათ შორის ტერიტორიების უკანონო მიტაცებისა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების კუთხით. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და მიმდინარე ღონისძიებებზე. ამ მიმართულებით თითოეული უწყება აქტიურ მუშაობას განაგრძობს.


საბჭომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი განიხილა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პირველადი ვერსია სექტორულ უწყებებს დაეგზავნა და მათთან თანხმდება, რის შემდეგაც, ის საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტს წარედგინება.



პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებაზე.


ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილეს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი. უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესი სრულდება და ის დასამტკიცებლად, საქართველოს მთავრობას ივლისის პირველ ნახევარში წარედგინება.


საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის დამტკიცების თემაზე. დოკუმენტის საბოლოო ვერსია უკვე შემუშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ის 1-ელ ივლისს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ კომისიაზე განიხილება, რის შემდეგაც, პროექტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გელა გიორგაძე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up