ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა

access_time2021-03-11 18:00:00

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესახებ 2019-2020 წლების ანგარიში განიხილეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-19 სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, კანონით დადგენილი შეღავათების გასაწევად 2019-2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 157 მილიონამდე ლარი მიიმართა.



კანონით განსაზღვრული მხარდაჭერა გაეწიათ ოჯახებს შვილის შეძენისას; მასწავლებლებს, ექიმებს, ექთნებს, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს და დაფინანსდა მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათი.



საბჭოს სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ასევე წარადგინეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების შესრულების ანგარიში.



ანგარიშის თანახმად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან 19 მუნიციპალიტეტში სულ დაფინანსდა 21 პროექტი, მათ შორის: გზის, წყალმომარაგების, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, სახიდე გადასასვლელის მშენებლობის, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სხვა პროექტები.



2.98 მლნ ლარით დაფინანსდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამა, დაახლოებით 8,5 მლნ ლარი კი ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებებს მოხმარდა.




მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც მიმდინარე წელს 10 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებას, 5 მლნ ლარი კი - სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება.



გამოყოფილი თანხით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 24 მუნიციპალიტეტში 25 პროექტს დააფინანსებს.



მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის“ 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.



2019-2023 წლების მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და 2023 წლისთვის არსებული დემოგრაფიული ვითარების შერბილებას მაღალმთიან რეგიონებში არსებული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.



დოკუმენტი ითვალისწინებს ღონისძიებების გატარებას სამი მიმართულებით - მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობა.



2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანებია, ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა; ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება, კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება; ასევე - მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.



აღნიშნული ამოცანების განხორციელებისათვის 973 მილიონ ლარზე გამოიყოფა, რაც 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ თანხას 20%-ით აღემატება.



2019-2020 წლებში, სამოქმედო გეგმის თანახმად, დაიგო და პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა 380 კმ გზას, აშენდა სასწრაფო დახმარების 13 შენობა და აღიჭურვა მაღალი გამავლობის 12 სასწრაფო დახმარების მანქანით, აშენდა ან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 134 ამბულატორიას, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 34 სკოლას, აშენდა 7 საზოგადოებრივი ცენტრი, გაზიფიცირდა 53 მაღალმთიანი დასახლება, მზის პანელები დაუმონტაჟდა 207 ოჯახს.



„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 797 დასახლებას (საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 48 %), მათ შორის 9 ქალაქს, 21 დაბას და 1 767 სოფელს. ამ დასახლებებში, 2014 წლის აღწერით, ცხოვრობს 358.4 ათასამდე ადამიანი (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 9%). 2021 წლის მარტის მონაცემებით, სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 258.4 ათასი ადამიანი და 439 საწარმო“  – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up