პრემიერ-მინისტრი ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

access_time2022-09-27 21:30:00

საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო მთავარი განსახილველი საკითხები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, მათ შორის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში.


აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საპარლამენტო მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


ყურადღება დაეთმო პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს ავსტრიაში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში შედგა და ითქვა, რომ ამ ვიზიტმა ორმხრივ ურთიერთობებს ახალი იმპულსი შესძინა.



ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ავსტრიის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრიორიტეტებზე ქვეყანა ინკლუზიურად მუშაობს, კერძოდ პროცესში ჩართულია როგორც მთავრობა და პარლამენტი, ისე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.


პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.


საუბარი შეეხო ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებასა და ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებაში.


ყურადღება დაეთმო ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას და შავი ზღვის კავშირის გაძლიერებაზე მუშაობას, რომელიც ითქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის საერთო მიზანია.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო სტუმართა მხრიდან: ავსტრია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები - ფრანც ესლი, სიბილ ჰამანი და მარტინა კიუნსბერგ სარე, ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი და საპარლამენტო ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლუკას მუსი ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up