საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„მთავრობის მეთაური მაცხოვრის ტაძარში იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა გააცილა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და დელეგაციის წევრებს ტაძრის ისტორიასა და იქ დაცულ სიწმინდეებზე ესაუბრა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.