პრემიერ-მინისტრმა „ბაკურიანი 2023-ის

პრემიერ-მინისტრმა „ბაკურიანი 2023-ის" ფარგლებში მოწყობილი ახალი სათხილამურო ტრასები დაათვალიერა

access_time2023-02-11 19:37:39

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023-ის" ფარგლებში დაბა ბაკურიანში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულიპროექტები, მათ შორის ახალი საშეჯიბრო ტრასები დაათვალიერა და ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.


პრემიერ-მინისტრი დიდველის ახალ საშეჯიბრო ტრასაზე იმყოფებოდა და იქ არსებული ინფრასტრუქტურა პირადად დაათვალიერა.


„მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ. სამი ახალი საბაგიროავაშენეთ, 6 ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანებისსისტემა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას, რომელიც ოფიციალურ სტარტს აიღებს18 თებერვალს და 5 მარტამდე გაგრძელდება. დიდი პატივია, რომ ვუმასპინძლოთ ამჩემპიონატს. 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონატში.ყველაფერი, რაც აქ გაკეთდა, დარჩება ბაკურიანსდა საქართველოს. ჯამში 270 მილიონი ლარისინვესტიცია განხორციელდა ჩვენი მთავრობისმიერ და ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სისტემები მოეწყო იმისთვის, რომღირსეულად ჩავატაროთ მსოფლიო  ჩემპიონატი.



ასევე გეტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ მზადება 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად. ვგეგმავთ მოვაწყოთ, აღვადგინოთ ტრამპლინები, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნება ამ ოლიმპიადის ფარგლებში. და ბაკურიანი უნდაიყოს მუდმივად მზად იმისთვის, რომ უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს. რა თქმა უნდა, დამსვენებელი უნდა იყოს კმაყოფილი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი და ჩვენ ყველას ეს გვახარებს. ასე, რომ გილოცავთ ყველას, საქართველო მზადარის, რომ უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს", - განაცხადა პრემიერმა.


აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ჩემპიონატისთვის სულ 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა მოეწყო.

საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სოუბორდსა დაფრისკიში. ბაკურიანი - 2023 საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება და მასში იასპარეზებს 42 ქვეყნის(ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთაფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვ.) 700-მდე სპორტსმენი. მსოფლიო ჩემპიონატზე, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, გაიმართება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში .





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up