პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პანდემიით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზები განიხილა

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პანდემიით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზები განიხილა

access_time2021-03-31 15:10:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მაკროეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მაკროეკონომიკურ საკითხებსა და პანდემიის პერიოდში ბიზნესისთვის შექმნილ გამოწვევებზე. განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და COVID-19-ის გავლენა აღნიშნულ სექტორზე.



საუბარი შეეხო კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ ხედვას და ხაზი გაესვა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გააქტიურება, რათა რეალურად ამუშავდეს ბიზნესი და ეკონომიკა.




ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიზნესისადმი მხარდაჭერა და მზადყოფნა მათთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონულ დონეზე, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მოქალაქეების დასაქმებისა და რეალური განვითარების ფუნდამენტის შექმნის მიმართულებით ბიზნესის როლი განსაკუთრებულია.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მუშავდება და ამ პროცესში, ბიზნესის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრები გაგრძელდეს ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, მათ შორის განვითარების 10-წლიან გეგმაში მათი ხედვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით.



შეხვედრაში ბიზნესასოციაციის წევრები, საფინანსო სექტორისა და ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






თეგები:
შეხვედრა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up