პრემიერ-მინისტრმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

access_time2020-05-28 16:00:10

ეპიდემიოლოგიურად ჩვენი წარმატებები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით საერთოდ დაკარგავს ყველანაირ აზრს და ფასს, თუ ჩვენ ეკონომიკა ეტაპობრივად, ნელ-ნელა არ გავხსენით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



გიორგი გახარიას თქმით, ეს იმდენად ურთიერთდაკავშირებული საკითხებია, რომ ყველანაირი გამარჯვება ვირუსთან ბრძოლაში გლობალურად უაზრო და უშედეგო იქნება, თუ მთავრობამ ჯანდაცვის სფეროში წარმატებების პარალელურად, საქართველოს ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად არ აღადგინა.



„დღეს საქართველოში გვყავს 3 ახალი ინფიცირებული. აქედან 2, სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ხოლო ერთი - სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა. ყველას უნდა გვესმოდეს - ის, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს და გეოგრაფიას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსს ვაკონტროლებთ და კონტროლის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ ვიქცევით, როგორ ვასრულებთ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს და როგორ ვუფრთხილდებით ერთმანეთს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



გიორგი გახარიამ განმარტა, თუ რატომ არის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპი დეველოპმენტი. მისი თქმით, აღნიშნული სექტორი კრიზისამდე, პანდემიამდე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს შეადგენდა.



„პირველი ანტიკრიზისული გეგმა მიმართულია ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. მეორე გეგმა იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით - ზრუნვა ფერმერზე, გლეხზე და სოფელზე, ხოლო მესამე იყო განათლება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მეოთხე ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეხება მშენებლობას და დეველოპმენტს. მშენებლობა და დეველოპმენტი იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და გარდა იმისა, რომ ამ სექტორში სრულად პირდაპირ დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი, ირიბად დაახლოებით ამდენივეა დასაქმებული. მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი უაღრესად დიდია. მასზეა დამოკიდებული ისეთი წარმოებები, როგორიც არის სამშენებლო მასალების, ავეჯის წარმოება, სარემონტო სამუშაოები, სხვადასხვა სახის ტექნიკით და აღჭურვილობით ვაჭრობა. ეს არ ნიშნავს მხოლოდ სამშენებლო კომპანიების და დეველოპერი კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურია, რომ ამ პროგრამის წარდგენა ხდება „აქსის თაუერსში", რომლის მშენებლობა 2008 წლამდე დაიწყო და ის ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ „ქართუს" დახმარება.




„სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ პროგრამას წარვადგენთ აქ, ამ შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე და 2008 წლის კრიზისის შემდგომ მთავრობის მიერ ეს სექტორი იყო აბსოლუტურად მიგდებული. მხოლოდ ერთეულმა კომპანიებმა გაუძლეს მაშინდელ კრიზისს. სამშენებლო კომპანიების გარდა, მაშინ მიგდებულები იყვნენ ჩვენი მოქალაქეებიც, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდნენ. ეს იყო ათასობით ადამიანი. 2012 წლის შემდგომ მთავრობა წლების განმავლობაში ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ პირველი პროგრამა, რომელიც იყო 2008 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის დღგ-ს გადახდაზე შეღავათები, რომლის შედეგად მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გაცოცხლდა. შემდეგ მერიამ დაიწყო თავისი პროგრამები, 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით და კიდევ ათასობით ადამიანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. რაც მთავარია, ისტორიის მქონე სამშენებლო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცოცხლებულიყვნენ და გაეგრძელებინათ მუშაობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე, ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ „ქართუს" დახმარება. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ შენება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშენებლობა და ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში, შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი წამით, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ. პარალელურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი სისტემური პროექტი არ გაჩერებულა.



ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ კომპანიების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის უმძიმესი კრიზისი, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც გამოიარეს 2008 წლის კრიზისი და დღემდე ებრძვიან რეალობას, რომ მიიღონ, ის რაც ეკუთვნით. იმედია, უახლოეს პერიოდში, ერთობლივად ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2019 და 2020 წლებში, 25 000 იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის.



„რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობა ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა მიძღვნილია დეველოპმენტის და სამშენებლო კომპანიებისთვის. ამიტომ ვდგამთ ჩვენ ამ ნაბიჯს, რომ პირველ რიგში, დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში, ან უკვე საკონტრაქტო ვალდებულებები აქვთ, ან უკვე დანაზოგები აქვთ და განზრახული ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და შევიმუშავეთ აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული პროგრამა. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში​ დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის 4 პროცენტს, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, კრიზისის პერიოდში მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯებით, დახმარებებით ბევრი სოციალური ჯგუფი მოიცვა. პრემიერ-მინისტრის ცნობით, მთავრობა 150 მილიონ ლარს მიმართავს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დევნილების 1800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას.



„აბსოლუტურად გონივრული, გააზრებული ნაბიჯია, რომ მე-4 ანტიკრიზისული პროგრამა უნდა იყოს მიძღვნილი სამშენებლო და დეველოპერული სექტორისთვის და ეს არ არის მხოლოდ მშენებლობის და დეველოპერების დახმარება, ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის დახმარება. რა თქმა უნდა, ეს იქნება პირდაპირი დახმარება ლიკვიდობით, პირდაპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება სამშენებლო კომპანიებისთვის. არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო მერიის ის პროგრამა, რომელზეც ვფიქრობთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავავრცელოთ - ეს არის 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის კონკრეტული შეღავათების გაკეთება. 9 პროექტი უკვე განხილული და დაკმაყოფილებულია, რაც დახლოებით 3500 ოჯახს ეხება და უკვე განხილვაშია 30 პროექტზე მეტი. ეს ის ხალხია, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაღაც ხარჯი გაიღო, ელოდებოდა, რომ საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდა, ბინა და საცხოვრებელი ადგილი ექნებოდა. განსაკუთრებით ეს ეხება 2008 წლის კრიზისის შემდგომ დამძიმებულ მდგომარეობას და კრიზისში შესულ სამშენებლო კომპანიებს. 2019-2020 წლებში საქართველოს 25 000 მოქალაქეს აქვს, 25 000 იპოთეკური კონტრაქტი გაფორმებული იმ ბინათმშენებლობის პროექტებზე, რომელიც დღეს ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. რა თქმა უნდა მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ ეს პროექტები დასრულდეს და ეს ადამიანები 2008 წლის კრიზისის მსგავსად, არ დარჩნენ ქუჩაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.



მთავრობის მეთაურმა ანტიკრიზისული გეგმის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, თბილისის მერიას და დეველოპერულ სექტორს.



„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შეიძლება ეს არ არის იდეალური პროგრამა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი განვითარების დონისთვის ეს არის ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს - იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან შესული იპოთეკურ სესხებში, რომლებიც მომავალში შევლენ, ჩვენს დევნილებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ რა იქნება შემდეგი ანტიკრიზისული გეგმა და ეს იქნება, ალბათ, ჯანდაცვა. ჯანდაცვის სისტემა არის ის სისტემა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დეპუტატები, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი და სამშენებლო-დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up