საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„მთავრობის მეთაური პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრა, დაბადების დღე პირადად მიულოცა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.