პრემიერ-მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები წარადგინა

access_time2021-05-31 15:20:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები წარადგინა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოზიციას გიორგი გუგუჩია დაიკავებს. მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგი გუგუჩია პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და მას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.


„დღეს ჩვენ ორი ცვლილება განვახორციელეთ. შეიცვალა ორი გუბერნატორი და მე წარმოგიდგენთ მათ. კერძოდ, სამეგრელოსა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები გვყავს. მსურს წარმოგიდგინოთ ბატონი გიორგი გუგუჩია, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი. პროფესიით ის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. მას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში. ის არის ძალიან გამოცდილი კადრი. არის ზუგდიდიდან. ის ძალიან კარგად იცნობს რეგიონს. მე მჯერა, რომ ის წარმატებული გუბერნატორი იქნება და მე მას ვუსურვებ წარმატებებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



რაც შეეხება შიდა ქართლს, პრემიერ-მინისტრის თქმით, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე იქნება. როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვალერიან მჭედლიძე საჯარო სექტორის წარმატებული თანამშრომელია.


„რაც შეეხება შიდა ქართლს, წარმოგიდგენთ ბატონ ვალერიან მჭედლიძეს, რომელიც არის წარმოშობით გორიდან. საჯარო სექტორის ძალიან წარმატებული თანამშრომელი. ბატონი ვალერი ბოლო დროს ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტს. ის ბატონი ლევან დავითაშვილის ძალიან წარმატებული თანამშრომელი იყო, ასე, რომ მე მას ვუსურვებ წარმატებებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up