„პრემიერების ცვლილება მეგაპროექტების გაჩერებას იწვევდა, რამაც ინვესტორები დაკვირვების რეჟიმში გადაიყვანა“

„პრემიერების ცვლილება მეგაპროექტების გაჩერებას იწვევდა, რამაც ინვესტორები დაკვირვების რეჟიმში გადაიყვანა“

access_time2021-12-15 10:00:07

„მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა შეცვლილია. მნიშვნელოვანია, რომელ დარგებში ხდება ზრდა. პირველ რიგში, ესაა საფინანსო სექტორი. ასევე, ეს არის ენერგეტიკა, რომელიც კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია საინვესტიციოდ, აგრეთვე ესაა გადამამუშავებელი მრეწველობა და ტრანსპორტი. საყურადღებოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გეოგრაფია. ძირითადად, საუბარია ევროპულ სახელმწიფოებსა და თურქეთზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.



მთავრობის სიამაყის საფუძველი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წელთან შედარებით, როდესაც მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 3.2 პროცენტით ზრდაა. 9 თვეში საქართველოში შემოსული 728.4 მილიონი აშშ დოლარიდან 84% სინამდვილეში რეინვესტიციაა.



საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი მიმდინარე წლის ინვესტიციების შემოდინების შეფასებისას, განსაკუთრებულად ხაზს იმ გარემოებას უსვამს, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილია.



„ინვესტიციების შემოდინების შარშანდელი, ისტორიულად დაბალი მაჩვენებლის მცირედი გაუმჯობესება უკვე მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ ზრდის ტენდენცია კარგია. რეინვესტირებას დიდ ადგილი უჭირავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული ინვესტორები აგრძელებენ ქვეყანაში ინვესტირებას, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს მათ უნდა ჰქოდნეთ იმედი, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება მომგებიანია. სამწუხაროა, რომ ბიუროკრატიული პროცედურების გამო ბევრი პროექტი შეჩერებულია, განსაკუთრებით ენერგეტიკის მიმართულებით“, - ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.



„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი, რამაზ გერლიანიკომერსანტთან“ ინვესტიციების კლების ტენდენციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მეგა პროექტების გაჩერებამ საქართველოს ბევრი ინვესტორი დააკარგინა.




„ის, რომ ზრდა არის, ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ გააჩნია რასთან შედარებით გვაქვს ეს ზრდა. თუ დავაკვირდებით ნორმალურ პერიოდებს, მასთან შედარებით კლებაა. სამწუხაროდ, მაღალი პიკური მაჩვენებლები როცა გვქონდა, მათთან შედარებით დაბალია. კლების ტრენდი წლებია გვაქვს და ეს იმის ბრალია, რომ სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა არ ტარდება, მრავალი შეცდომაა რეგულაციების მიმართულებით. ასევე გავლენას ახდენს მნიშვნელოვანი პროექტების ჩაგდება, რომლებმაც ქვეყნის იმიჯი მეგა დონეზე ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და სერიოზული ინვესტორები დაკვირვების რეჟიმში გადაიყვანა. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ერთი და იგივე მთავრობის რეჟიმში, კაბინეტების ცვლილების შედეგად მრავალი პროექტის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა, ეს იქნება ანაკლიის პორტი, ციფრული ჰაბის თუ ნამახვანჰესის პროექტი. არ ვამბობ ეს პროექტები მიზანშეწონილად შეჩერდა თუ არა, აქ მთავარია რომ ორივე შემთხვევაში, დაწყება ამ მთავრობის პირობებში მოხდა და გაჩერებაც მათ პერიოდში ანუ არათანმიმდევრული ნაბიჯები იდგმებოდა. ამ შემთხვევაში დაწყება და შემდეგ გაჩერება ვნებს საინვესტიციო გარემოს, პრემიერების ცვლილება მეგაპროექტების გაჩერებას იწვევდა, ამიტომ ინვესტორი დაფიქრდება, გადავა დაკვირვების რეჟიმზე, რადგან ყველამ იცის, რომ კერძო სექტორი არის სუსტი და მნიშვნელოვანია მთავრობასთან მოლაპარაკებები.


რეინვესტიცია კარგია, გარკვეული სტიმულების შექმნა არსებული ინვესტორებისთვის საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი ინვესტიციები გვჭირდება. სრულდება ძველი მეგა პროექტები და ხდება დიდი ვარდნა, არავინ ფიქრობს ეს პოლიტიკა ისე იყოს დაგეგმილი, რომ მეგა პროექტის დამთავრების შემდეგ, გადაბმადი იყოს ახალი და მკვეთრი ვარდნა არ დაგვიფიქსირდეს“,
- განმარტავს რამაზ გერლიანი.



Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 1.4%-ით გაიზარდა 299 მლნ აშშ დოლარამდე 2021 წლის მე-3 კვარტალში, წინა კვარტლის 23.9%-იანი ზრდის შემდეგ.



აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში ქვეყანაში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იყო 60.9 მლნ აშშ დოლარით, შემდეგ მოდიან – ნიდერლანდები და ჩეხეთის რესპუბლიკა – 59.8 მლნ და 36 მლნ აშშ დოლარით. მეოთხე ადგილზე – აშშ 29.6 მლნ აშშ დოლარით, შემდეგ თურქეთი – 24.2 მლნ აშშ დოლარით; მალტა – 15.8 მლნ აშშ დოლარით; საფრანგეთი – 14.5 მლნ აშშ დოლარით; სეიშელები – 13 მლნ აშშ დოლარით და რუსეთი – 12.5 მლნ აშშ დოლარით.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up