პრემიერი - ჩვენი ამოცანა იყო და არის საგარეო ვალის შემცირება

პრემიერი - ჩვენი ამოცანა იყო და არის საგარეო ვალის შემცირება

access_time2021-09-18 07:44:22

ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკვე დაზუსტდა მონაცემები და 12,2% მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა არის მოკლე პერიოდში - 7 თვეში.

1, 2 მილიარდი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. რა ბიუჯეტი დამხვდა, აღარ მოვყვები, აღარ შეგაწყენთ. ჯანდაცვას აკლდებოდა 600 მილიონი, საიდან უნდა მომეტანა ეს ფული, კაციშვილს პასუხი არ ჰქონდა. 1,2 მილიარდით გავზარდეთ ბიუჯეტი, აქედან დაახლოებით 200 მილიონით სოციალურად დაუცველ ბავშვებს გავუორმაგეთ დახმარება და ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ, მათ შორის წამოვიწყეთ რეგიონების განახლების პროგრამა და ურბანული განახლების პროგრამები. ჩვენი ამოცანა იყო და არის საგარეო ვალის შემცირება. წინა წელს მთავრობამ აიღო 3 მილიარდი აშშ დოლარი. ეს ვისი გადასახდელია, ჩვენი, თქვენი, ჩვენი შვილების, ყველასი. საგარეო ვალის ნიშნული მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ავიდა 60%-ზე. ჩვენს სტრატეგიაში, მათ შორის ათწლიანი განვითარების გეგმაში გვიწერია, რომ აუცილებელია საგარეო ვალის შემცირება. ამ მიმართულებით დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა. 75 მილიონი ევრო ამ სიტუაციაში ჩვენთვის არ წარმოადგენდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას, ეს დახმარება კი არა, სესხი იყო. ნახეთ, რა აბსურდში ვცხოვრობთ, კატასტროფაა პირდაპირ. 3 დღე ვამტკიცებდით, რომ ეს იყო სესხი. ისინი უტიფრად იმეორებდნენ, რომ ეს არის დახმარება. არ არის დახმარება, ბატონებო, ეს არის სესხი. ბანკში რომ მიხვიდეთ და დაგადგეთ ბანკის ოფიცერი, აიღეთ სესხი და თქვენ არ გინდათ, ეს რას ნიშნავს, ძალადობა არ არის? თუ არ გჭირდებათ სესხი, რატომ უნდა აიღოთ? იგივე სიტუაცია იყო აბსოლუტურად. მით უმეტეს, იყო დიდი შეუთანხმებლობა. ჩვენ არ ვეთანხმებოდით იგივე მათ შეფასებას სასამართლო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ გადავდგით ძალიან ეფექტური ნაბიჯები. არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი და იდეალური, მაგრამ რა იყო სასამართლო 8 წლის წინ და რა არის დღეს, რეფორმების 4 ტალღის შემდეგ, რა თქმა უნდა, დიდი სხვაობაა. ჯერ ერთი, მიშელის დოკუმენტში ვადაც იყო განსაზღვრული - 2022 წლის გაზაფხული. ახლა არის 2021 წლის შემოდგომა და დაველოდოთ იქამდე. ჩვენ ვთქვით, რომ იმის მიუხედავად, რომ გავდივართ ხელშეკრულებიდან, ამ რეფორმების მიმართულებით ვართ ლოიალურნი, ერთგულნი და ვაგრძელებთ რეფორმებს, - აღნიშნა პრემიერმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up