საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს კახეთის რეგიონს ეწვევა. ამის შესახებ კომერსანტს მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მთავრობის მეთაური რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა, ასევე ეწვევა სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს, ხოლო 14:00 საათზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციას დაესწრება.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო. როგორც საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ამბობს, შარშან პრემიერ-მინისტრი 63-ვე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინა, შესაბამისი დავალებები გასცა და დაჰპირდა, რომ პირადად გაეცნობოდა შედეგებს.