პრემიერი - მსოფლიო ბანკის შეფასებაც გამოქვეყნდა და ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს

პრემიერი - მსოფლიო ბანკის შეფასებაც გამოქვეყნდა და ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს

access_time2022-10-09 23:00:09

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც არის პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა - ევროპული გაერთიანება. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსიები გვქონდა პრაღაში, 44 ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ, იქ შემდეგ 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და მქონდა პატივი მათ შორის ერთი სამუშაო ჯგუფისთვის მე მეხელმძღვანელა, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტს შეეხებოდა, სადაც პრემიერმა პრაღაში მიიღო მონაწილეობა.


მისივე თქმით, მთავარი დღეს ევროპასა და მთელ მსოფლიოში არის უსაფრთხოების გამოწვევები.


„ძალიან საინტერესო დისკუსია მოვისმინეთ, ჩვენ ყველამ მივიღეთ მონაწილეობა. მთავარი გამოწვევა, რაც დღეს არის ევროპაში და მთელს მსოფლიოში, არის ბუნებრივია უსაფრთხოების გამოწვევები, ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც არ მთავრდება, რომელიც კიდევ უფრო საშიშ გამოხატულებებს ჰპოვებს და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ჩვენი მთავარი საზრუნავია მშვიდობა და უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების, თქვენი ყველასი, ამ ქვეყნის მკვიდრი ყველა მოქალაქის.


მეორე მთავარი თემა, რაც იყო ეს არის ენერგოუსაფრთხოება. დღეს ევროპაში არის ძალიან მწვავე კრიზისი, ენერგოკრიზისი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ კარგად, რუსეთმა გაზი შეუწყვიტა, 7%-მდე შეამცირა უკვე გაზის მიწოდება ევროპისთვის და რეალურად ევროპის ქვეყნები ახლა მსჯელობენ იმაზე თუ, როგორ ჩაანაცვლონ რუსული გაზი, რაც რა თქმა უნდა არ იქნება ძალიან იოლი მოკლევადიან პერსპექტივაში - ამ თემებზე იყო საუბარი, ბუნებრივია უკრაინის ომი არის დიდი გამოწვევა მთელი ევროპისთვის, ასეთი კრიზისი არ ყოფილა მთელ მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მანვე რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


"საქართველო, როგორც ამ რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, ვართ მონაწილენი ამ პროცესების, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ჩვენს რეგიონში უნდა იყოს მშვიდობა. აზერბაიჯანში, სომხეთში ბუნებრივია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თურქეთში, ჩვენ ვართ დაინტერესებული, იყოს უფრო შეხმატკბილებული ურთიერთობა და ამის პირველი ნაბიჯები გამოიკვეთა იმიტომ, რომ პირველი შეხვედრა შედგა სომხეთის პრემიერი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს და ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტს და საქართველო ასევე არის მედიაციის პროცესში ჩართული. მთავარი, რაც მინდა გითხრათ არის შემდეგი, რომ არავითარი გამოწვევა ქვეყანას არ გააჩნია, ჩვენ ძალიან მტკიცედ მივუყვებით ჩვენს გზას, ჩვენს არჩეულ პოლიტიკას, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ასევე ზამთარში არავითარი შეფერხება არ ექნება ჩვენს მოქალაქეებს არც ენერგომომარაგების კუთხით,"- აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო საერთაშორისო ორგანიზაციების აგარიშებს. მისი თქმით, საქართველოს რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.


"ასე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ ყოფნა ქვეყნის განვითარება, მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებაც გამოქვეყნდა და ჩვენ მთელი ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროპის ქვეყნებში არის ძალიან მძიმე ვითარება ამ მიმართულებითაც. ამ ფონზე მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასეთი მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებას ქვეყანაში, ქვეყნის შიგნით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდად, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი გამოწვევები - ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ გვჭირდება გონიერება, ემოციების ნაკლებობა, მეტი მუშაობა, მეტი ეკონომიკური განვითარება, მეტი კეთილდღეობა და მეტი სიყვარული და პოზიტივი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up