პრემიერი - უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს - ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს

პრემიერი - უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს - ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს

access_time2022-06-06 14:45:52

„ქვეყანაში პოზიტიური დინამიკაა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა“ - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ისეთი ეკონომიკური ზრდა როგორიც საქართველოშია ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს. მისივე განმარტებით, ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ევროპელი კოლეგები მისი და ეკონომიკის მინისტრის საუბრებს გაოცებულები ისმენდნენ:

 

„ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში პოზიტიური დინამიკაა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს - სულ ახლახან ვიყავით ბრატისლავაში. ასეთი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14 %-იანი ეკონომიკური ზრდით და 4 თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10,8 %. რაც რა თქმა უნდა არის ძალიან სასიხარულო. შარშან აპრილში ჩვენ გვქონდა თითქმის 45 %-იანი ეკონომიკური ზრდა,  ჩვენ არ ველოდით ეკონომიკის ზრდა, მაგრამ ამის მიუხედავთ მაინც გვაქვს დადებით დინამიკა. სრულად აღდგენილია ფრენები, ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, სავსეა ჩვენი ქვეყანა ტურისტებით და ეს გვახარებს. ექსპორტი იზრდება, ძალიან კარგი დინამიკაა, ბიზნესის ბრუნვა წინა წილის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და შეადგინა 38.6 მლრდ. ლარი. ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაზრდილია, ხოლო საშუალო ხელფასის ოდენობაც 15% არის გაზრდილი. ასევ გეტყვით რომ სიღარიბის დონე  ამ წლებში ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული - 17,5 % შეადგინა - ასეთი შემცირება ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა.შედარებისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს 38 % იყო სიღარიბის დონე.  ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, რა თქმა უნდა მეტი უნდა გავიკეთოთ. ინფლაცია არის მთელი მსოფლიოსთვის, თურქეთში 73 % -ია , ევროპაში ისტორიულ მაქსიმუმზეა, მოლდოვაში 27, ესტონეთში 18, რუსეთში 17, მეზობელ ქვეყნებში ორ ნიშნა ინფლაციაა, აზერბაიჯანში 12, სომხეთში 8 %-ია. ეს არის რეალობა რომელშიც ჩვენ ვართ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up